სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სელებრითები, რომელთა სიკვდილის მიზეზიც ნარკოტიკების ჭარბი დოზა გახდა

გთავაზობთ იმ სელებრითებ მცირე ჩამონათვალს, რომლებიც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბმა დოზამ იმსხვერპლა.

1. ჰიტ ლედჯერი
2008 წლის 22იანვრის 15:31 ჰიტ ლეჯერი გარდაცვლილი იპოვეს მანჰეტენის ბინაში. თავიდან ვერ დადგინდა სიკვდილის მიზეზი და საჭირო გახდა ექსპერტიზის ჩატარება, რის შედეგაც დადგინდა რომ მომხიბვლელი და ნიჭიერი მსახიობი იმსხვერპლა ინტოქსიკაციამ, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა ძლიერი ანტიდეპრესანტებისა და ტკივილგამაყუჩებლების შერევამ. სწორედ ამ პერიოდში ჰიტი დეპრესიაში იყო მიშელ უილიამსთან დაშორების გამო.


2. კურტ კობეინი
ლეგენდარული ჯგუფის ლიდერი 1994 წლის 5 აპრილს აღმოაჩინეს სიეტლში, საკუთარ სახლში ტყვიით მოკლული. ითვლება რომ ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ მრავალი უცნაური დეტალია, არსებობს ვერსია იმისა, რომ მუსიკოსი მოკლეს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კურტის სისხლში აღმოაჩინეს ჰეროინის 225-240 მილიგრამი, რაც სასიკვდილო დოზას წარმოადგენს.

3. უიტნი ჰიუსტონი
უდიდესი მომღერალი საოცარი ხმით აღმოაჩინეს 2012 წლის 11 თებერვალს სასტუმროს ნომერში, აბაზანაში. როგორც გაირკვა, იმ დღეს უიტნიმ მიიღო წამლები და კოკაინი. ამის გარდა, სასტუმროს ნომერში აღმოაჩინეს მრავალი წამალი, მათ შორის დიდი რაოდენობით დამაშვიდებლები.


4. ემი უაინჰაუსი
ლეგენდარული მომღერალი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში 2011 წლის 23 ივლისს. თავიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ის ნარკოტიკების ჭარბი დოზით გარდაიცვალა, მაგრამ შემდგომში დადგინდა, რომ ვარსკვლავის სიკვდილის მიზეზი გახდა ალკოჰოლით ინტოქსიკაცია. ალკოჰოლის დოზა ემის სისხლში 5ჯერ აღემატებოდა დასაშვებს.

5. ჯიმი ჰენდრიქსი
ადამიანი, რომელიც ჟურნალმა Time 2009 წელს აღიარა ყველა დროის საუკეთესო გიტარისტად, გარდაცვლილი იპოვეს1970 წლის 18 სექტემბერს ლონდონის სასტუმროში. მას თან ახლდა მეგობარი გოგონა მონიკა შარლოტ დანემანი. მუსიკოსი დაიხრჩო გულის რევისას, მას შემდეგ რაც ერთდროულად მიიღო 9 საძილე აბი. მის მეგობარ გოგონას შეეშინდა სასწრაფოს გამოძახება, რადგან მთელ ნომერში ნარკოტიკები იყო. ექიმების მოსვლისას, ჯიმი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

6. მაიკლ ჯექსონი
პოპის მეფე გარდაიცვალა 2009 წლის 25 ივნისს. მისმა პირადმა ექიმმა კონრად მიურემიმ მაიკლს გაუკეთა ძლიერი წამლის სასიკვდილო დოზა. ამის შემდეგ ექიმი დაადანაშაულეს მკვლელობაში.


7. მერილინ მონრო
მეოცე საუკუნის სექს-სიმბოლო, მერილინ მონრო 1962 წლის 5 აგვისტოს აღმოაჩინეს გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ლოს-ანჟელესში. მას ხელში ტელეფონის ყურმი ეკავა, მის გვერდზე კი აღმოაჩინეს საძილე აბების შეკვრა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი გადხა ბარბიტურატების სასიკვდილო დოზა. ბარიბურატები - სამკურნალწამლო ნივთიერებანი; აქვს ძილის მომგვრელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედება. არსებობს ვერსიები, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა არ გამორიცხავენ მკვლელობის ვერსიასაც.


8. ელვის პრესლი
1977 წლის 16 აგვისტოს როკ-ენ-როლის მეფე მისმა საცოლემ აღმოაჩინა სახლში გარდაცვლილი. ღამით სახლში დაბრუნებული ელვისი განიხილავდა ქორწინებისა დ გასტროლების საკითხებს. ამის შემდეგ მან მიიღოდამამშვიდებელი, თუმცა მაინც ვერ შეძლო დაძინება, კიდევ ერთი აბის მიღება კი მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ელვისი გადაიყვანეს რეანიმაციაში, თუმცა ექიმებს უკვე აღარფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100