ილია მეორემ პატრიარქობის 34 წელს "მზიანი ღამე" უწოდა
სრულიად საქართველოს პატრიარქმა, ქადაგების დროს პატრიარქობის 34 წელს „მზიანი ღამე“ უწოდა.
სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა თქვა, რომ ეს 34 წელი განსაცდელის, სიხარულისა და მწუხარების წლები იყო.
"ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ 34 წელს. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე, იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს", - ბრძანა ილია მეორემ.
დღეს, 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი სრულდება.
კომენტარი