„დედამ მთხოვა და ვასრულებ მის თხოვნას"- ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი განცხადებას ავრცელებს
ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, თაკო ჩარკვიანი განცხადებას ავრცელებს:
„დედამ მთხოვა და ვასრულებ მის თხოვნას, მან მთხოვა გადმომეცა უდიდესი მადლობა, ჯანსუღის გულშემატკივრობისთვის, ყველა ჟურნალისტს, მწერალსა თუ პოეტს, რეჟისორსა თუ პუბლიცისტს, ყველა მოქალაქეს, დიასახლისს თუ მსახიობს ,ექიმსა თუ მუსიკოსს , პედაგოგსა თუ პენსიონერს, თითოეულ თქვენთაგანს, მთელს ჩვენს დიდ სამეგობროს ფ.ბ.-ში ,დიდ მადლობას მოგახსენებთ, ასეთი სიყვარულისთვის, მიწამდე თავს გიხრით 81 წლის ირმა ჩხეიძე "ამისთვის ღირდა სიცოცხლე"- პატივისცემით ჯანსუღის მეუღლე ი.ჩ.(2017-14 აგვისტო)“
შეგახსენებთ, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული.
კომენტარი