სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაბეღლავის 0,2 ლიტრიანი შუშის შეფუთვა ახალი თავსახურით მალე გამოჩნდება

საქართველოს ბაზარზე ნაბეღლავის 0,2 ლიტრიანი შეფუთვა ახალი მოსახერხებელი თავსახურით მალე გამოჩნდება. კომპანია „წყალი მარგებელი“ რამდენიმე თვეა ემზადება აღნიშნული ცვლილებისთვის, რათა ბოთლი ბევრად მოსახერხებელი და კომფორტული გაეხადა მომხმარებლისთვის. დღემდე ბოთლის გახსნას გასახსნელი სჭირდებოდა, აპრილის დასაწყისში ბოთლს ხრახნიანი თავსახური ექნება. 0,2-ანი შეფუთვა ძირითადად Horeca-ქსელებში იყიდება, თუმცა სუპერმარკეტებშიც საკმაოდ მოთხოვნადია.

დღეისათვის, სავაჭრო ქსელში ნაბეღლავი ოთხნაირი შეფუთვით გვხდება , კერძოდ პეტის 1 და 0,5 ლიტრიანი და შუშის 0,75 და 0,2 ლიტრიანი შეფუთვა.

„ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და ამჯერად ცვლილება ნაბეღლავის 0,2 ლიტრიან შუშის ბოთლს შეეხება. იგი სულ მალე ბევრად იოლი გასახსნელი გახდება - ამჟამინდელი თავსახური შეიცვლება ხრახნიანით, რაც მომხმარებელს გაუადვილებს პროდუქტის მოხმარებას,“ - განმარტავს „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი ვიქტორია ჟიჟკო.

ადგილობრივ ბაზარზე წარმატების გარდა, ნაბეღლავმა მოწონება საზღვრებს გარეთაც დაიმსახურა და დღეისათვის მას მსოფლიოს 18 ქვეყანაში შეხვდებით, მათ შორის: ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრ. ამერიკაშიც. (აზერბაიჯანი (ერთ-ერთი პირველი), ამერიკა, ბალტიისპირეთი (ლიტვა, ლატვია ესტონეთი), ბელარუსია, თურქეთი, თურქმენეთი, ისრაელი, კვიპროსი, მოლდავეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი)

ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100