სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: თქვენ უკანასკნელი დროის მანძილზე მრავალი სიახლის მომსწრე გახდით. დღეს კი კარგი იქნება თუ გარკვეულ დროს საკუთარ თავს დაუთმობთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს.

კურო: თუ დღეს თქვენს განაწყენებას მეგობრის ან კოლეგის ქცევა გმოიწვევს, აუცილებლად უთხარით მათ ამის შესახებ. შესაძლო თქვენს გარშემო ხდება ისეთი რამ, რასაც თქვენ ვერ ამჩნევთ. შესაძლოა ეს ყველაფერი თქვენთან არაფერ კავშირშია, მაგრამ მთავარია ყველას გააგებინოთ, რომ რაღაც უჩვეულო შეამჩნიეთ.

ტყუპები: საკმაოდ გავლენინი ადამიანი შესაძლო თქვენს გარემოცვაში რაიმე კომფლიქტის წარმომქმნელი მიზეზი გახდეს. კარგი იქნება თუ ეცდებით ამ უთანხმოებას თავი აარიდოთ. მიუხედავად ამისა, დღე მაინც საკმაოდ დაძაბულად განვითარდება. იმისათვის რომ დღევანდელ სიტუაციებს გაუმკლავდეთ, ეცადეთ მეგობრებთან განუწყვეტელი კონტაქტი იქონიოთ.

კირჩხიბი: თქვენი რომანტიკული განწყობა, საშუალებას მოგცემთ სრულიად უცხო ადამიანებთანაც კი ააწყოთ ურთიერთობა. შეძლებთ საკუთარი თავის ხელში აყვანას და მაქსიმალურად დამორჩილებას. არ შეგეშინდეთ სიახლეების, თქვენ დღეს წარმატებული დღე გელით.

ლომი: დღეს ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, რაც თქვენთვის დღის დადებითად განვითარებას განაპირობებს. ეცადეთ ამის საფუძველზე ისეთი დეტალები არ გამოგრჩეთ თვალთახედვის არედან, რომლებიც სამომავლოდ თქვენს საქმიანობას შეუშლის ხელს.

ქალწული: დღეს ნეგატიური განწყობის საფუძველზე შესაძლოა მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. სჯობს უარი თქვათ გარშემომყოფებთან აქტიურ ურთიერთობაზე. ეცადეთ არ გახდეთ რაიმე კამათის მიზეზი და რაც შეიძლება მშვიდად ჩაამთავრეთ დღევანდელი დღე.

სასწორი: არ დაკარგოთ თვითკონტროლი იმ გამაღიზიანებელი სიახლეებისათვის, რომლის მოსმენაც აუცილებლად მოგიწევთ. დღეს შესაძლოა ახალი ამბის მხოლოდ ნაწილი გახდეს თქვენთვის ცნობილი, ამიტომ უკეთესი იქნება თუ დანარჩენ სიახლეებსაც დაელოდებითდ და ცივ გონებაზე არ იმოქმედებთ. ასეთ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს სამომავლოდ აუცილებლად ინანებთ.

მორიელი: დღეს თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ახლობლებს საკუთარი აზრები და დამოკიდებულებები გაუზიაროთ. მათი რჩევები სწორი არჩევანის გაკეთებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ასევე კარგი იქნება სანამ ნაბიჯს გადადგამთ, მანამდე კარგად თუ დაფიქრდებით, არ ინერვიულოთ წინასწარ შედეგებზე, დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებით განვითარდება

მშვილდოსანი: რაც არ უნდა ეგოისტურად ჟღერდეს ეს ყოველივე, გახსოვდეთ, რომ დღეს საკუთარი თავი პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. თქვენ ყოველთვის გარშემომყოფების პრობლემების მოგვარებით იყავით დაკავებული და მათი მდგომარეობა თქვენთვის უპირველესი იყო, ახლა კი დროა ასეთ სიტუაციებზე უარი თქვათ. კარგი იქნება თუ გამონახავთ გარკვეულ ფინანსებს და მხოლოდ საკუთარ თავს მოახმართ. მოიწყვეთ დასვენება და საკუთარი თავისთვის რაიმე სასიამოვნო გაიმეტეთ.

თხის რქა: სასწრაფოდ გესაჭიროებათ დასვენება. დასვენებაში კი ხანგრძლივი შვებულება იგულისხმება. შესაძლოა ეს არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საკუთარი თავისთვის თავისუფალი დროის გამოყოფა აუცილებლად უნდა შეძლოთ.

მერწყული: თქვენ ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობთ კარიერული წინვლის მიღწევას და ამის საფუძველზე საკუთარი პირადი ცხოვრება გავიწყდებათ. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ერთად განვლოთ დღევანდელი დღე და დღის ბოლოს თავს შეუდარებლად იგრძნობთ.

თევზები: ეცადეთ საკუთარ თავს მობილიზება გაუკეთოთ. დეტალებსა და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და არც დიდი ყურადღება დაუთმოთ მათ. მთავარია დაკისრებული მოვალეობები ხარისხიანად შეასრულოთ და დღე წარმატებით განვითარდება თქვენთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100