სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: "ნათელაშვილს რომ ასეთ კურსებზე ევლო, საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენდა"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "შალვა ნათელაშვილს თავის დროზე ინგლისურის კურსებზე რომ ევლო, შეიძლებოდა, საქართველო უფრო ღირსეულად წარმოეჩინა".

"ლეიბორისტების" ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გამართულ ამ აქციას პრეზიდენტი დღეს მასწავლებლის სახლში, გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრაზე გამოეხმაურა.

"ჩვენ გვაქვს ახალი ინიციტივა: უნარ-ჩვევების ტესტის გარდა, ტექნიკურ დარგებში - ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში ატესტაციის გავლის შემთხვევაში პეტაგოგი ხელფასზე დანამატის სახით 75 ლარს მიიღებს. ეს, რა თქმა უნდა, ამ დარგების სპეციალისტებს ეხება. ახლა 150-ზე მეტ საავადმყოფოს ვაშენებთ. ბევრი ექიმი უნდა გადავამზადოთ, მაგრამ იგივე სამედიცინო უნივერსიტეტში მიღების ბარიერი უფრო მკაცრად უნდა განისაზღვროს და პროფესორებიც უკეთ მომზადდნენ, რადგან თუ ახალი საავადმყოფოებია, ექიმების მომზადების ახალი დონეც გვჭირდება. სკოლა, ექიმის კვალიფიკაცია, ინჟინრის კვალიფიკაცია, პოლიტიკოსის კვალიფიკაცია - ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. იცით, რომ საქართველოს 10 ქალაქში დამატებით ინგლისურის, კომპიუტერის და პროფორიენტაციის კურსს ვხსნით? პოლიტიკოსები ვახსენე და მაგალითად, შალვა ნათელაშვილს თავის დროზე ინგლისურის კურსებზე რომ ევლო, შეიძლებოდა, ქართული ასოებით დაწერილი ტექსტის წამოძახება არ დასჭირვებოდა და ცოტა უფრო ღირსეულად წარმოედგინა საქართველო. რა თქმა უნდა, მარტო წვრთნა რას უშველის, თუ ბუნებამაც არ უშველა, მაგრამ ქართველი ხალხი ნიჭიერია. ასე რომ, მსგავსი კურსები ყველასთვის სასარგებლოა", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100