სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქევინ სფეისს სექსუალური შევიწროების ბრალი მოუხსნეს

ჰოლივუდის მსახიობს ქევინ სფეისს სექსუალური შევიწროების ბრალი მოუხსნეს - პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე 2017 წელს აღძრა. აღნიშნული სკანდალის შემდგ დაიბლოკა ის ფილმები და სერიალები, სადაც მსახიობი თამაშობდა. ამ ფაქტიდან მალევე სფეისმა სოციალურ ქსელში თავისი ჰომოსექსუალიზმის შესახებაც აღიარა.

2017 წელს მასაჩუსეტსის შტატის პროკურატურამ მსახიობის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც ახალი ამბების ყოფილმა წამყვანმა ჰიზერ უნრუმ განაცხადა, რომ მსახიობმა მის 18 წლის ვაჟზე იძალადა. პროკურატურას გარკვეული მტკიცებულება სჭირდებოდა, რასაც სფეისის წინააღმდეგ სასამართლოში გამოიყენებდა, თუმცა ჰიზერის ვაჟმა მეხუთე შესწორება გამოიყენა და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. საქმეში არ ფიგურირებს ასევე მობილური ტელეფონი, რომელიც ქევინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა. პროკურატურას ისღა დარჩა, რომ გამოძიება შეეწყვიტა და სფეისი სასჯელს გადაურჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100