სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუმბაის ტერაქტი გაუხსნელია

ინდოეთის ოფიციალური პირების ცნობით, ჯერჯერობით ადრეა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის დადანაშაულება მუმბაიში მომხდარ აფეთქებებში, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 133 დაიჭრა. ტრაგედია ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქ მუმბაიში გუშინ მოხდა. ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიცია აწარმოებს გამოძიებას და ეჭვის ქვეშ ყველა შესაძლო სამხედრო დაჯგუფება დგას. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის დაზვერვას შესაძლო ტერაქტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ სამხედრო-ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მუმბაიში გუშინ 20 წუთიანი ინტერვალით სამი აფეთქება მოხდა. ერთერთი მათგანი დედაქალაქის ცენტრში განხორციელდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩიდამბარამმა ტრაგედიის ადგილები და ასევე ქალაქის საავადმყოფოში დაჭრილები მოინახულა. მუმბაიში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია შემოღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100