სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ ჟიურის წევრთა ვინაობა უკვე ცნობილია

პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია" ჟიურის წევრთა ვინაობა უკვე ცნობილია. იგი ცნობილი რეჟისორებით, კინომცოდნეეებით, სცენარისტებით და მწერლებით არის დაკომპლექტებული. ჟიურის წევრები არიან: ნანა ჯორჯაძე, ლევან ბერძენიშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჩუბინიშვილი, ვაჟა გიგაშვილი, მანანა ანასაშვილი, ლელა ოჩიაური და დავით გაბუნია. ჟიურის წევრებმა კონკურსის პირველ ეტაპზე 5 საუკეთესო სცენარის მოკლე ვერსია ( ე.წ. თრითმენტი) უნდა შეარჩიონ, რომელთაც ეროვნული კინოცენტრი საკუთარი ხარჯით თარგმნის და უცხოელ კონსულტანტებთან ერთად განავითარებს. (სცენარის მოკლე ვერსიების შემოტანის ბოლო ვადაა 1 ივნისი) უცხოელი კონსულტანტები იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი სცენარისტებთან სამუშაოდ თბილისს 20 ივლისს ეწვევიან.

2018 წელს საქართველო ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე 21–ე საუკუნის საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ფილმსაც წარადგენს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული კინოცენტრი ფილმის დასაფინანსებლად კონკურსს 2016 წელს გამოაცხადებს, სადაც განაცხადის შემოტანა ყველას შეეძლება. ფრანქფურტის წიგნის ბაზრობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც მთელ გერმანიას მოიცავს, ამიტომ შესაძლებელია ფილმი გერმანულ კინოგაქირავებაში და ბერლინალეს კინოფესტივალზეც მოხვდეს, რადგან ფრანქფურტის წიგნის ბაზრობა და ბერლინალე პარტნიორები არიან.

„21–ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100