კამერუნს კოსმოსში 3D კამერა მიაქვს
ამერიკელი რეჟისორი ჯეიმს კამერუნი მტავრეზე გასაფრენად ემზადება. გაზეთ”სანდი თაიმსის” ცნობით, “ავატარის” ავტორმა ხელი მოაწერა 150 მილიონიან კონტრაქტს სააგენტოსთან, რომელმაც უკვე არაერთხელ გაუკეთა ორგანიზება კოსმოსში ექსკურსიას, ტურისტული სააგანეტო გეგმავს დაიწყოს ბაიკანურიდან კოსმოსში ტურისტების გაშვება.
“კოსმოსში გაფრენა 10 წლის წინაც მინდოდა. მაშინ საუბარი იყო მარსზე დაჯდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. დღესდღობით ეს კოსმოსური პროგრამა შეჩერებულია. მე უნდა ვიპოვო საინტერესო მიზეზი გასაფრენად და უნდა გავფრინდე არა როგორც უბრალოდ ტურისტი. მოგზაურობის შემდეგ კი ხალხს ვუაბობ იმაზე, რაც ვნახე”-განაცხადა რეჟისორმა.
ჯეიმს კამერუნი აპირებს დოკუმენტური ფილი გადაიღოს კოსმოსზე, ამიტომ მან “ნასა”-სთან და რუსეთის კოსმოსურ სააგენტოსთან უკვე განიხილა შესაძლებლობა, თან წაიღოს კინოკამერა, რომელიც 3 D ფორმატში იღებს.
კომენტარი