სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასრულდა კატალონიის ეპოქა?

ესპანეთის თასის განმეორებით 1/2 ფინალურ მატჩში მადრიდის "რეალმა" კატალონიის "ბარსელონა" ანგარიშით 1:3დაამარცხა.

რონალდუს დუბლმა და რაფაელ ვარანის ზუსტმა თაურმა შექმნეს იდეალური ბალანსი, რომელიც ხორდი ალბას გოლით ცოტა მოფუჭდა. "ბარსელონამ" იგემა მწარე მარცხი კამპ ნოუზე თავისი პრინციპული მოწინააღმდეგისაგან. "რეალმა" ეს ბოლო რამდენიმე წელი გაატარა "ბარსასთან ჭიდილში, დიახ "ბარსასთან", რომელიც ექვემდებარებოდა ხოსეპ გუარდიოლას და მისივე შრომის ხარჯზე ატარებს საუკეთესოს წოდებას. თუმცა მადრიდელები ყოველთვის ახლოს იყვნენ და არსად "გამქრალან". ჯერ მოიგეს ესპანეთის თასი, შემდეგ იყო ჩემპიონატი. აგვისტოში კი დაამარცხეს კატალონიელები პირველ 30 წუთში, შემდეგი 60 წუთი კი იყო უბრალო და ცუდი ფეხბურთი ორივე კლუბის შემოთავაზებით.

დიახ, მათ სამშაბათს დაამარცხეს "ბარსელონა", რითაც რამდენიმე ცვლილება შეიტანეს ამ ისტორიულ დაპირისპირებაში. მადრიდელები გვერდში ამოუდგნენ "ბარსელონას", ხავის, მესის და ინიესტას. ამასთან ერთად ეს იყო მხოლოდ მეორე ორ გოლიანი მარცხი საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთვის" ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე. დიახ, პირადად ჩემთვის ესეც დასანანია.

"რეალი" ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმორებით მატჩში იყო შესანიშნავი, დაწყებული არბელოათი და დამთავრებული რონალდოთი, პირველიდან ბოლო წუთამდე... ჟოზე მოურინიოს გუნდმა თითქმის ყველა მომენტი გამოიყენა და გაიტანა გოლი, ამასთან ერთად ცუდი შედეგი აჩვენა "ბარსელონამ". მათი თამაშიდან შეგვიძლია ხაზი გავუსვათ ხორდი ალბას გოლს, მესის ჯარიმას და ლეოს და ინიესტას რამოდენიმე დარტყმას კარის მიმართულებით. ესეთი მწვავე მომენტი "ბარსას" მეტი არც ჰქონია.

არც ისე მნიშვნელოვანია, რამდენად შეუდარებელი იყო "რეალი", არამედ ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მადრიდელებმა დაისახეს ეს მიზანი - იყონ შეუდარებლები. მათ კონკურენცია გაუწიეს კლუბს, რომლის სათადარიგო სკამზე სხედან ფეხბურთელები, რომელთა სატრანსფერო ფასი 30 მილიონს უახლოვდება. მადრიდელები არ დათრგუნულან მოწინააღმდეგე კლუბის შედეგებით, გამარჯვებებით და წარმატებით, მათ იხელთეს დრო, გამოიყენეს შანსი და შეუტიეს ხელსაყრელ მომენტში. მათ მიაღწიეს თავის მიზანს და პატარა ჩასწორება შეიტანეს ისტორიაში. ამ მატჩის შემდეგ ისინი იმყოფებიან თავისი აზრობრივი არსებობის პიკზე.

თუმცა, არც ისე მნიშვნელოვანია ის, რომ დედაქალაქურ კლუბს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე მიეჩვია დაჭერობანას მაგვარი სეზონების ჩატარებას, მოუწევს ახალი დანამატების ძებნა თავისი არსებობისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ 2013 წლის 26 თებერვალს შეირყა დიდებული ჩემპიონების ეპოქა. მათ განიცადეს ბანალური მარცხი მთელი სამართლიანი მსოფლიოს თვალწინ. რათქმაუნდა ყველა ნაპოლეონს ექნება თავისი ვატერლოო.

თითქოს "ბარსელონა" გადაიღალა. ჯერ იყო ნოკაუტი "სან სიროზე", შემდეგ საშინაო მარცხი "რეალთან". "ბარსას" ვგულშემატკივრობ და ყოველ წუთს მეგონა, რომ კატალონიელები შეძლებდნენ ბალანსის აღდგენას. რატომღაც მჯეროდა, რომ ეს ასე მოხდებოდა, თუმცა მეორე გაშვებული გოლის შემდეგ გამიჩნდა ისეთი შეგრძნება, რომ გუნდი დანებდა. ნამდვილად დასაფასებელია კატალონიელთა თამაში პირველი ტაიმის განმავლობაში. რეალურად 10-დან 9 გუნდი "ბარსელონას" ეთამაშება "ავტობუსის" სტილში. ზოგიერთს გამოსდის ეს პარკინგი, თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა დაღლილობაზე, რომელსაც ამ დროისათვის ბევრი გუნდი განიცდის. ჯერ წინა კვირას იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი "მილანთან", შემდეგ კლასიკო ესპანეთის თასზე, ეხლა კვირას კიდევ ერთი კლასიკო და ბოლოს განმეორებითი მატჩი "მილანთან" დაახლოებით ანალოგიურ ვითარებაში იყო "ბარსა" შარშან (ჩელსი - რეალი - ჩელსი). სწორედ ამიტომ მომყავს ეს მაგალითი, რომ გასულ წელსაც იგივე დაემართა "ბარსას" და სამივე თამაში ჩააგდო. წარმატებულად დაწყებულ სეზონს, ყოველთვის აქვს ჩავარდნა და სწორედ ეს პერიოდი დაუდგა "ბლაუგრანას". ეს რაღაცით წააგავს ასაფეთქებელს, რომელიც მოულოდნელად აფეთქდება.

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა გუარდიოლას "ბარსელონა" ინტერთან მარცხის დროს, თუმცა შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა შეძლო ამ გუნდის წარმატების უმაღლეს დონეზე აყვანა. შეძლებს კი ამას ხორდი როურა? არამგონია. პირადად ჩემი აზრია, რომ იგი აკეთებს უბრალო და პრიმიტიულ მოქმედებებს მატჩის დროს. ძნელია ითამაშო მთავარი მწვრთნელის გარეშე. ადრეც მქონდა აღნიშნული, რომ გუარდიოლა ასეთ შემთხვევებში ყოველთვის მიმართავდა ტაქტიკურ ცვლილებებს. შემოჰყავდა რა სეიდუ კეიტა, იგი შესანიშნავად შლიდა მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს. ხოსეპმა იცოდა ყველა ფეხბურთელის მდგომარეობა. როურას ადგილას იგი ნამდვილად არ ათამაშებდა ხავი ერნანდესს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ათამაშდა ტრავმის შემდეგ. "დამხმარეს დამხმარე" დგას ბოლო საფეხურზე, საიდანაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაუცდეს ფეხი და ამოვარდეს დაკავებული თანამდებობიდან. მან არ იცის რა მოიმოქმედოს და თუ მას დაატოვებინებენ მწვრთნელის თანამდებობას, მაშინ გუნდს უხელმძღვანელებს "დამხმარეს დამხმარეს დამხმარე".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100