უგულავას ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლის უფლება არ მისცეს
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს, გიგი უგულავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ასევე ქალაქის მერს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. გიგი უგულავამ ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორია უკვე დატოვა.
გიგი უგულავა: "ჩვენი თვითმიზანი არ არის ბიბლიოთეკაში შესვლა. სამწუხაროა, პოლიციის უნიათობით ვერ შევდივართ. ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილს პოლიტმატიმრების ციხიდან გამოშვება იმიტომ უნდოდა, რომ ზონდერჯგუფები შეექმნა. ექნება თუ არა პრეზიდენტს გამოსვლა აქ, ეს მე არ ვიცი, მისი გადასაწყვეტია. როდესაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს, ოპოზიციას მიტინგების ენით ესაუბრება, ამთავრებს ცუდად. დღეს იყო ლუსტრაცია ამ ხელისუფლების".
კომენტარი