სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილი ოპოზიციას უხერხულობას უქმნის?

კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, "სახალხო კრების" წარმომადგენლებსა და კრებაში შემავალ რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირების შესახებ, თუმცა, ამ ფაქტს საჯაროდ არც ერთი მხარე არ აღიარებს. აღიარების რა გითხრათ, მაგრამ გუშინ კრების ორგანიზატორმა ნონა გაფრინდაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს დასცხო. გაფრინდაშვილმა, თავდაპირველად, "ქართული პარტიის" ლიდერების მისამართით გამოთქვა უკმაყოფილება და პარტიას დაშლაც კი უწინასწარმეტყველა, შემდეგ კი "ეროვნულ საბჭოს" გადასწვდა.
dfdsffsd
გაფრინდაშვილის აზრით, ოქრუაშვილი კრების მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებებით, თანაპარტიელებს უხერხულობას უქმნის. მისივე თქმით, გაჩეჩილაძე ოქრუაშვილთან გაერთიანებამდე კრებას სწყალობდა და კრებაზე გული, მხოლოდ ამ უკანასკნელთან გაერთიანების შემდეგ აიცრუა. ამ ლოგიკით გამოდის, რომ, რომ არა ოქრუაშვილის თანაგუნდელობა, გაჩეჩილაძე კრების ფანი იქნებოდა.
dfdsffsd
"ქართული პარტია" კი პარტიის დაშლას კი არა, ლიდერებს შორის რაიმე სახის დაპირისპირებასაც კი გამორიცხავს.
dfdsffsd
როგორც აღვნიშნეთ, გაფრინდაშვილი "ეროვნულ საბჭოსაც" გადასწვდა და მათი მისამართით საყვედურები არ დაიშურა. მან "ეროვნული საბჭოს" წევრების, კობა დავითაშვილის და კახა კუკავას "სახალხო კრებაში" ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხიც კი წამოჭრა.
dfdsffsd
მკითხველს შევახსენებთ, რომ კუკავა-დავითაშვილის დუეტი სამშაბათს კრების სათათბირო დარბაზის შეკრებაზე არ მივიდა და გაფრინდაშვილის უკმაყოფილება ამან გამოიწვია. "რატომ არ მოვიდნენ, ტოვებენ თუ არა კრებას და საერთოდაც, რა ფუნქციას აკისრებენ კრებაში საკუთარ თავს კუკავა-დავითაშვილი, ეს მათ ჰკითხეთ", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
dfdsffsd
"ეროვნული საბჭოს" ლიდერების თქმით, კი ისინი კრებას არც გაფრინდაშვილის საყვედურების და არც არავის და არაფრის გამო არ დატოვებენ. კობა დავითაშვილის განცხადებით, რადგან იგი აღმასრულებელ საბჭოში არჩეული არ არის, სამშაბათის შეხვედრაზე დასწრების საჭიროება ვერ დაინახა და შეხვედრაზე ამიტომაც არ მივიდა.

მოკლედ, ერთი რამ ფაქტია - "ეროვნული საბჭოს" ლიდერები "სახალხო კრებით" დიდად მოხიბლულნი არ არიან და ალბათ, ამიტომაც არ აქტიურობენ. კახა კუკავას პრესაში არაერთხელ განუცხადებია, რომ "სახალხო კრებას" ხელისუფლების შეცვლის გზად არ მიიჩნევს და ის კრებას უბრალოდ, სოლიდარობას უცხადებს და ამიტომ შეუერთდა. ასე რომ, გაფრინდაშვილისთვის "ეროვნული საბჭოს" ნაკლები აქტიურობა და სამშაბათის შეხვედრაზე დაუსწრებლობა მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100