რატომ იზიდავთ ქალბატონებს „ცუდი ბიჭები“?!
როგორც აღმოჩნდა, ქალბატონების განსაკუთრებული ლტოლვა „ცუდი ბიჭებისადმი“ მეცნიერულად აიხსნება.
ტეხასის უნივერსიტეტის სწავლულებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა ასამდე ქალბატონმა მიიღო, რომელთა ასაკიც 20-დან 45 წლამდე მერყეობდა.
ქალბატონები რამდენიმე კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ „ცუდი და კარგი ბიჭების“ ფოტოებს, ვიდეორგოლებსა და მონაცემებს. შემდეგ კი მეცნიერების მიერ დასმული შეკითხვების მეშვეობით, ისინი აღნიშნავდნენ თუ რომელი მამაკაცი იქნებოდა მათთვის იდეალური მეორე ნახევარი.
ექსპერიმენტის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ კრისტინ დიურანტის თქმით, ქალბატონების პასუხი დამოკიდებული იყო მათი ოვულაციის პერიოდზე. ანუ, როცა ქალბატონები არინ შვილის გასაჩენად იდეალურ პერიოდში, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას „ცუდ ბიჭებს“ უთმობენ. ოვულაციის ბოლო ეტაპზე კი ქალბატონები მიილტვიან ლამაზი, თვითდაჯერებული და აგრესიული მამაკცებისკენ.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. ოვულაციის პერიოდში ქალბატონები მტკიცედ იცავენ საკუთარ პოზიციას და აღნიშნავნ, რომ ნებისმიერი აგრესიული „ცუდი ბიჭი“ საუკეთესო ვარიანტია მათი შვილის მამობისთვის, ვიდრე მშვიდი და გაწონასწორებული ძლიერი სქესის წარმომადგენელი.
ექსპერიმენტის ფარგლებში ქალბატონები სათითაოდ შეხვდნენ როგორც აგრესიულ, ასევე მშვიდ მამაკცებს, რომელთა ფიზიკური მონაცემები მსგავსი იყო. შედეგი კი საკმაოდ გასაკვირი აღმოჩნდა: ქალბატონებმა განსაკუთრებით მაღალი ქულები „ცუდ ბიჭებს“ დაუწერეს.
კომენტარი