სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა 19 წლამდელებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს

პორტუგალიაში მიმდინარეობს ოთხთა ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც პორტუგალიის, საფრანგეთისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ტურნირზე ქართველმა ფეხბურთელებმა მეორე მატჩი გამართეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მასპინძელ პორტუგალიასთან კატასტროფული მარცხის შემდეგ (0:5), ქართველმა ჭაბუკებმა გულშემატკივრის თვალში სრული რეაბილიტაცია მოახდინეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს ფრანგი თანატოლები - 3:0. ჰეთ-თრიკით თავი ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ლეგიონერების გარეშე თამაშობს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი ლეგიონერი, ჰოლანდიური ”ვიტესის” ფორვარდი ვაკო ყაზაიშვილია.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიხსნა. მეორე ნახევარში 64-ე და 86-ე წუთებზე კორღალიძის გუნდმა კიდევ ორჯერ აიღო ფრანგების კარი და საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება დააფიქსირა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები სერბეთის გუნდთან გამართავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100