სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი: დაე, მუდამ იყოს... ომი!

რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "რუსეთსა და ამერიკას შორის შესაძლოა, ძალიან სერიოზული კონფლიქტი წარმოიქმნას".

ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგის ალექსანდრე რარის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა "ვალდაის" კლუბის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პოლიტოლოგიც ესწრებოდა.

აღნიშნული განცხადება პუტინმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ევროპაში შესაძლო განთავსების საკითხის კომენტირებისას გააკეთა და აქვე დასძინა, რომ "მოსკოვს აშშ-სთან კონფლიქტის არ ეშინია".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100