დავით კირკიტაძის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე 27 დეპუტატის ხელმოწერა მიიტანა თავდებობაზე - გაათავისუფლებენ თუ არა ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს სასამართლო დარბაზიდან?
დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშილმა სასამართლო პროცესზე 27დეპუტატის ხელმოწერა მოიტანა თავდებობაზე.
ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრს თავდებში უდგებიან და მოითხოვენ, რომ დარბაზიდანვე გაათავისუფლონ დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებას.
კომენტარი