სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს ექსპერტიზაც, რომელიც გარდაცვალების მიზეზს ადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10 აგვისტოს ღამით სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში გულის გაჩერების შედეგად დაიღუპა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100