სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ქალი შესაძლოა ქეთა თოფურიას დედამთილი გახდეს

ქეთასა და გუფის რომანის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ გასულ წელს აგორდა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ქეთა და ლევი მეუღლეები იყვნენ. დაახლოებით ნახევარ წელში თოფურიამ თავად აღიარა, რომ გეიხმანთან დაშორებულია. ამის შემდეგ გუფთან რომანი კიდევ უფრო რეალური ჭორი გახდა.

წყვილი საკუთარ ინსტაგრამზე ცალ-ცალკე ტვირთავდა ფოტოებს, თუმცა საერთო ჯამში ყველა ხვდებოდა, რომ ერთსა და იმავე გარემოში იყო გადაღებული. დეკემბერში მოსკოვის ერთ-ერთი ქართული რესტორნის მენეჯერმა ჟურნალისტს უამბო, რომ ქეთა და გუფი ერთად დადიოდა მათთან ქართული კერძების საჭმელად.

აქამდე თუ ორივე უარყოფდა ამ სასიყვარულო კავშირს, ახლა ამაზე კომენტარს აღარ აკეთებენ. ცოტა ხნის წინ რეპერმა გუფმა დედასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა საკუთარ ინსტაგრამზე და თუ ჭორი ქეთასთან რომანის შესახებ დადასტურდა, ეს ქალი შესაძლოა თოფურიას დედამთილი გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100