8 ნოემბერს ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება
SOLO და კომპანია „ალექს პრომოუშენი“ წარმოგიდგენთ იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის − კეიკო მაცუის LIVE კონცერტს თბილისში. კონცერტი 8 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება. „ნიუ ეიჯისა“ და „ჯაზის“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი სპეციალურად ქართველი მაყურებლის წინაშე ყველასათვის ცნობილი ჰიტებით წარსდგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღავნელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტი კამოლიდინ ურინბაევის დირიჟორობით.
კონცერტის ბილეთების გაყიდვა 29-30 სექტემბერს, ვებგვერდზე − www.tkt.ge ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ SOLO-სთვის ექსკლუზიურად, 1-ელ ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთს 60 ლარიდან შეიძენს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge ; http://facebook.com/www.SOLO.ge
კომენტარი