სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელები ჰიტლერის ქალად გადაქცევას აპირებდნენ

მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მოწინააღმდეგე ყველა ქვეყანა იმას ცდილობდა, როგორმე ადოლჰ ჰიტლერი მოეკლა და გერმანიის ნაცისტური ჯარისთვის მეთაური და მთავარსარდალი ჩამოეშორებინა. თავის დროზე ფიურერის წინააღმდეგ იგეგმებოდა ტერაქტი, მოწამვლა, ჩამოხრჩობა, მაგრამ ის გეგმა, რაც მაშინ დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავა, ერთადერთი და უნიკალურია.

როგორც ბრიტანელი პროფესორი ბრაიან ფორდი თავის ახალ წიგნში ,,საიდუმლო იარაღი: ტექნოლოგია, მეცნიერება და რბოლა მეორე მსოფლიო ომიში გამარჯვებისთვის“ წერს, ჰორმონების დახმარებით ბრიტანეთი, ჰიტლერის ქალად გადაქცევას გეგმავდა. როგორც პროფესორი ამბობს, ფიურერისთვის საჭმელში უნდა ჩაეყარათ ქალის ჰორმონი – ესტროგენი, რომელიც მის აგრესიულობას შეამცირებდა, ხოლო თავად ჰიტლერი რბილი, მშვიდი და ქალური გახდებოდა.

ესტროგენი ქალის ჰორმონებს შორის ჭეშმარიტი ლიდერია. იგი საკვერცხეში გამომუშავდება და ხელს უწყობს ქალური ფორმების ჩამოყელიბებას. მამაკაცი, რომლის სისხლში ქალური ჰორმონი ესტროგენი მამაკაცურ ანდროგენებს მკვეთრად სჭარბობს, უფრო მშვიდი, ნაზი და ქალურია, მას ხმაც კი უფრო დაბალი და ნაზი აქვს, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომელთა სისხლშიც დიდი რაოდენობით ანდროგენია.

ბრიტანელებმა იცოდნენ, რომ ფიურერის მოწამვლა შეუძლებელი იყო, რადგან იმ კერძებს, რომელებიც ჰიტლერისთვის იყო განკუთვნილი, თავიდან სპეციალური დეგუსტატორები აგემოვნებდნენ. ხოლო ესტროგენს გემო არ ჰქონდა და არც ერთ დღეში აქცევდა კაცს ქალად, ამიტომ ბრიტანელებისთვის მისი გამოყენება ყველაზე კარგი ვარიანტი იყო. მიუთუმეტეს მაშინ, როდესაც ფიურერის გარემოცვაში უამრავი ბრიტანელი აგენტი იყო, რომელბიც მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ, რათა დაეწყოთ დიდი ფიურერის ქალად გადაკეთების პროცესი. თუმცა, როგორც პროფესორი ამბობს, ბრიტანეთმა ეს გეგმა არ განახორციელა, მიზეზი კი უცნობია.

შეგახსებეთ, რომ ჰიტლერისა და მისი ჯარისკაცების წინააღმდეგ არატრადიციული ომის უამრავი მეთოდი იქნა გამოყენებული. შექმნილი იყო ისეთი წებო, რომელიც გერმანელ ჯარისკაცებს მიწას აწებებდა და ასევე ყუმბარები, რომელიც დაკონსერვებულ ქილებში იყო მოთავსებული. მიუხედავად დიდი მცდელობებისა, დიდ ფიურერს ვერაფერი დააკლეს. როგორც ცნობილია, მან სიცოცხლე თავად მოისწრაფა.

1945 წლის 30 აპრილს 14:30 საათზე ნაცისტების ბელადმა, თავის ახლადშეუღლებულ მეუღლე ევა ბრაუნთან ერთად სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა. ორივემ კალციუმის ციანიდის ამპულები დაღეჭა, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100