სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ცალმხრივი სიყვარულებით ვიტანჯებოდი" - ქეთი დევდარიანი საკუთარი ტრავმების შესახებ

მაგიური თეატრი - ინტერვიუ ქეთი დევდარიანთან- ამ სათაურით აქვეყნებს „ინდიგო“ ქეთი დევდარიანთან ინტერვიუს, რომლის ერთ მონაკვეთსაც ჩვენ გთავაზობთ:

ნინო: ბავშვობიდან რა ტრავმები მოგყვება?

ქეთი: მუდმივი წვრთნა – დაჯდები და 6 საათის განმავლობაში იმეცადინებ! დედის მხრიდან ტერორი – უნდა იმეცადინო მუსიკა, არ მაინტერესებს, გაქვს სმენა და გინდა, თუ არა. აი, ამ დისციპლინაში ყოფნა – გინდა თუ არა, მაინც რომ უნდა აკეთო, დღეს ძალიან მეხმარება. რა უნდა ხდებოდეს, რომ თუ საწერი მაქვს, მოვწყდე?! არ არსებობს ასეთი არაფერი. ეს სიბეჯითე გამოწვრთნილია ჩემში. იმან, რასაც მაშინ ჩაგვრად აღვიქვამდი, და იყო კიდევ ჩაგვრა, საბოლოო ჯამში, ჯარისკაცის სიბეჯითე გამომიმუშავა.

სხვა მხრივ, უღრუბლო ბავშვობა მქონდა, ვისურვებდი, უფრო ტრავმული ბავშვობა მქონოდა, გამომადგებოდა.

არ ვიყავი ბავშვი, რომელსაც განსაკუთრებული კომპლექსები ჰქონდა. საკუთარ თავს საერთოდ ვერ აღვიქვამდი, ვერც ლამაზად და ვერც მახინჯად. უფროსებისგან ვიცოდი, ბიჭებს იმიტომ ვუყვარდი, რომ ხუთოსანი ვიყავი. დღემდე ასე მგონია, რომ უნიჭოები არ უყვარდებათ.

კიდევ ცალმხრივი სიყვარულებით ვიტანჯებოდი, თუმცა მერე ძალიან კარგი გამოსავალი მოვძებნე. ვინც მიყვარდა, იმის ინტერესებს ვეცნობოდი. წიგნი, მუსიკა, ფეხბურთი… შედიხარ იმ ადამიანის სამყაროში, იმ ოთახის კარს აღებ, სადაც ის არის, ივსები ახალი ინფორმაციით, განვითარების ახალ ეტაპზე გადადიხარ და თავად ობიექტი გავიწყდება. ადამიანის დასავიწყებლად, აი, ასეთი პოსტმოდერნისტული მეთოდი ვიპოვე. თან ისე იწყებოდა ჩემი ინტერესი და ისე მთავრდებოდა, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. დღემდე ასე ვფიქრობ – არ არის აუცილებელი, ვინც გიყვარს, იმასაც უყვარდე.

სრულად იხილეთ ინდიგო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100