„ჯორჯიან მანგანეზი" პერევისის მაღაროში მომხდარ აფეთქებაზე განმარტებას აკეთებს
„ჯორჯიან მანგანეზში" განმარტავენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პერევისას მაღაროში მომხდარი აფეთქება იყო განსაკუთრებული შემთხვევა გადაჭარებული და დაუზუსტებელია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჭიათურაში დახურულ მაღაროებში მადნის მოპოვება ათეული წლების განმავლობაში დადგენილი ტექნოლოგიით-ქანების აფეთქებით ხდება.
„ყოველდღიურად მრავალჯერადი ხელოვნური აფეთქებით წარმოებს მიწის მასების ჩამოშლა და შემდგომ მადნის გამოტანა. ერთერთი ასეთი პროცედურის დროს, ამფეთქებლებმა არ დაიცვეს დადგენილი სტანდარტით უსაფრთხო ადგილას გადანაცვლების წესი და აფეთქების შედეგად ერთ დასაქმებულს თვალებში შეეყარა მტვერი, ხოლო მეორემ მიიღო მსუბუქი დაჟეჟილობები და დაიზიანა ფეხის მყესი. ორივს ჩაუტარდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
დღევანდლი მონაცემებით ერთი დასაქმებული რომელსაც გამოურეცხეს თვალები-დაუბრუნდა საკუთარ სამუშაო ადგილს, ხოლო მეორეს უტარდება მყესზე შესაბამისი მკურნალობა.
„ჯორჯიან მანგანეზი" მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ფეთქითი მასალების ხარისხს და გააჩნია სპეციალური პოლიგონი სადაც ხდება ყოველი ახალი პარტიის გამოცდა. ასევე ხდება მარაგების პერიოდული ინსპექტირება“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარი