"კიევში ჩემი მეგობარი ააფეთქეს"-სააკაშვილი შერემეტის მკვლელობაზე
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი
facebook-ზე საკმაოდ ემოციურ წერილს აქვეყნებს და ცნობილ ბელარუს ჟურნალისტ
პაველ შერმეტთან მეგობრობას იხსენებს.
"2009 წელს მან დაწერა
ჩემს შესახებ ძალიან კრიტიკული და ჩემი აზრით, უსამართლო ბრალდებებით სავსე
წიგნი. მაიდნის შემდეგ ის კიევში შემხვდა და ინტერვიუ მთხოვა. არც ვიცი
რატომ, მაგრამ გადავწყვიტე შანსი მიმეცა. ინტერვიუ ვრცელი და ძალიან
პროფესიონალური გამოვიდა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავმეგობრდით.
პაველი
ახერხებდა პატარა ადამიანების პოვნას, როგორიც მაგალიად მეღვინეა შაბო
ლაკარნედან, ან პატარა კომპანიის ხელმძღვანელი კობლევოდან, რომელსაც
საგადასახადო პოლიციამ "გადაუარა" და აქცევდა მათ დაცვას ღირსების საქმედ
არამხოლოდ თავისთვის, არამედ ყველასთვის.
იმ ჩემი "არმოწონებული"
წიგნის შემდეგ ის ჩემს მფარველ ანგელოზად იქცა. ის მე და ჩემს გუნდს
გვაცილებდა მოსყიდული ჟურნალისტების მრავალრიცხოვანან შემოტევებს. იყო
საოცრად მოწესრიგებული და ნიჭიერი ადამიანი.
ტერორისტების მიერ მისი
მოკვლა ამძაფრებს ჩემს შეგრძნებას, რომ ქვეყანაში რაღაც ძალიან საშიში
მზადდება. პოლიტიკური კლასი კი თვალდახუჭული მიგვიძღვის უფსკრულისკენ. ჩვენ
უნდა შევაჩეროთ ის ჩვენი ყვირილით. სამწუხაროა, რომ უკრაინის ერთ-ერთი
მძლავრი ხმა გამოგვაკლდა."-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, შემერეტი დღეს კიევის ცენტრში მანქანაში ააფეთქეს.
კომენტარი