სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე რეპლიკის გაკეთების საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი გააძევეს პროცესიდან.

გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა და განაცხადა, რომ კოლეგია, თეა წულუკიანი და მთავრობის წევრები ერთიდაიგივე დისკუსიის ნაწილი არიან და "ერთნაირად დაამთავრებენ".

"ბატონო ნიკა წინა სხდომაზე თქვენ თქვით, რომ წულუკიანმა დაგვიწერა გადაწყვეტილება, წაკითხულიც გაქვთ. მე საჯაროდ გთავაზობთ დალუქული პაკეტით მოიტანეს ის გადაწყვეტილება, როცა ჩვენ გამოვაცხადებთ ჩვენსას, ადგილზე გავხსნათ და შევადაროთ. თუ დაემხვევა იმას, რაც ვითომ წულუკიანმა დაგვიწერა, მე გავიხდი მანტიას და წავალ სასამართლოდან", - მიმართა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას.

რუსთავი 2-ის დირექტორთან ერთად სასამართლო დარბაზი დამსწრეთა ნაწილმაც დატოვა.

მანამდე მოსამართლემ სხდომა დაატოვებინა ელისო კილაძეს და ია ფარულავას, რომელთაც შუამდგომლობის გამოცხადებისას გაეცინათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100