ქალთან დაშორებით გამოწვეული კაცის სევდა და ტკივილი - რა ემართებათ კაცებს?
როცა შორდები ქალს
და მიდიხარ...
და შენთან
ერთად ქრება
სამყარო
გინდა რომ
მთვარე ჭაში
ჩავარდეს
და ვარსკვლავები
ზღვაში ჩაყარონ...
გინდა რომ ტანზე მზე მოგეკიდოს
და ანდა სადმე თავი მოგკვეთონ
გინდა იუდამ- წავიდეს გაგქთქვას
თუ გინდა ღმერთმაც არ გადმოგხედოს...
და როცა ზურგზე გიხურს თვალები-
ქალის- რომელიც ასე გიყვარდა...
ქალის- რომელის ხელის გჯეროდა-
რომ უფსკრულიდან ამოგიყვანდა...
დასრულდა-შენს წინ არაფერია...
ხვდები რომ სადღაც კოცონზე დაგწვეს
ღმერთო ეს გრძნობა რანაირია--
მოკვდი და მკერდზე ცასავით გაწევს...
კომენტარი