სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სახალხო კრება": ხვალ, 14.00 საათზე...

"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" მხარდამჭერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ხვალ, 14:00 სთ-სთვის იწვევს.

ღამეს კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები ტელევიზიასთან გაატარებენ.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან შემორჩენილ მომიტინგეებს "სახალხო კრების" თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა, ისინი "არ დაიშლებიან, სანამ ხალხი არ დაიშლება".

"თუ გვსურს ამ ძალადობრივი რეჟიმის შეცვლა, მობრძანდით ყველანი აქ ხვალ, 14:00 სთ-სთვის. კრებას არც ჰქონია ილუზია, რომ ამ ხელისუფლებას ერთ დღეში შეცვლიდა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად და არ დავიშლებით, სანამ ხალხი არ დაიშლება" - დასძინა გაფრინდაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100