სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის საგარეო უწყება 18 მაისის ინციდენტში მესაზღვრეების მონაწილეობას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მესაზღვრეებად წოდებული რუსი ოკუპანტების მონაწილეობას 18 მაისს მომხდარ ინციდენტში უარყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, "რუს მესაზღვრეებს მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტში და მხარეებმა ყველაფერი ერთმანეთში უნდა გაარკვიონ", _ ნათქვამია განცხადებაში.

ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ანვარ აზიმოვი აცხადებს, რომ 18 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთელმა მესაზღვრეებმა ქართველების ორი ჯგუფი დააკავეს, რომლებმაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

"ბოროტმოქმედებმა წესრიგის დამცველთა მისამართით სროლა დაიწყეს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. ცეცხლის გახსნის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა", _ აცხადებს აზიმოვი და დასძენს, რომ "ამ ინციდენტში, პირველ ყოვლისა, სამხრეთ ოსეთის და ქართული მხარეები უნდა გაერკვნენ. მათ ამისათვის საჭირო ინსტრუმენტი აქვთ", _ აცხადებს აზიმოვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100