"მაკაბი" ისრაელის ჩემპიონია
ჰაიფას "მაკაბი", რომელსაც გიორგი დარასელია წვრთნის და რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი იცავს, ისრაელის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში მეთორმეტედ გახდა.
"მაკაბიმ" საჩემპიონო მატჩი "ირონი კირიათ შმონას" ლიორ რაფაელოვის დუბლის წყალობით მოუგო, 2:0. ამ გამარჯვებით, ჰაიფელებმა 44 ქულას მოუყარეს თავი და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეტოქეებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ. დვალიშვილის გუნდი უახლოეს მდევარს თელ ავივის "ჰაპოელს" უკვე ექვსი ქულით უსწრებს.
ქართველმა ლეგიონერმა გასული შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
კომენტარი