ხუხაშვილი: მე გამოვაცხადე, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, მაგრამ...
ხმამაღალი ნათქვამია, რომ
პოლიტიკა ჩემს
გარშემო ბრუნავს!
დიახ, მე
გამოვაცხადე, რომ
პოლიტიკიდან მივდივარ,
ეს იყო
ჩემი სურვილი.
მაგრამ, როგორც
ჩანს, პოლიტიკაში
შესვლა ადვილია,
გამოსვლა კი
- ძალიან რთული.
უშიშროების საბჭოს
მდივნობაზე არანაირი
საუბარი არ
ყოფილა და,
ალბათ, ვერც
იქნება. მართალია,
პოლიტიკაში ასეა
- არასოდეს თქვა
არასოდეს, მაგრამ
ამ კონკრეტულ
შემთხვევაში, ეს
არის სრული
აბსურდი. მით
უმეტეს, მიშა
რომ მე
დამნიშნავს უშიშროების
საბჭოს მდივნად,
ეს ხომ
ძალიან სასაცილოა",
- აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
საგარეო-ეკონომიკურ
ურთიერთობებში გია
ხუხაშვილი გაზეთ
"ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში
სათაურით "რა
თქმა უნდა,
კოალიცია დაიშლება!".
"აუცილებლად
უნდა დაისაჯონ ბინძური ფარული ჩანაწერების ორგანიზატორები და ამას გამოძიება დაადგენს. ვფიქრობ, ეს არ უნდა გახდეს ერთჯერადი აქცია. აუცილებელია სამოქალაქო ჩართულობა ამ პროცესში, კითხვის ნიშნები რომ არ დარჩეს ამ ჩანაწერების განადგურებასთან
დაკავშირებით,
თუმცა ეს პროცესი ძალიან რთულია.
"სასულიერო
პირების დასჯასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეკლესია დაცული უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ, როდესაც სასულიერო პირები თავის კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ და ჩნდებიან პოლიტიკურ პროცესში, ისინი ხდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ბუნებრივია, კანონი მათ მიმართ მოქმედებს ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მოქალაქეების მიმართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ასეთი ტიპის დანაშაულს, თუმცა ისინი თანამონაწილენი გახდნენ სამოქალაქო პროცესის.
კომენტარი