წაართვით ამ კაცს დურბინდი! წაართვით!
დადგა ივლისი და ყველას დასცხა. ის კი არა, ამ სიცხეში, აგერ ბატონო, ლამის გიგი წერეთელი გამოლეიბორისტდა.
პარლამენტმა ლეიბორისტებს შეტანილი კანონპროექტი თავიდან იმიტომ დაუწუნა და უკან დაუბრუნა, რომ მათი განმარტებითი ბარათი მიტინგზე გამოსვლის ტექსტს ჰგავდა. ლეიბორისტებმა განმარტებითი ბარათი კი გაასწორეს, მაგრამ ახლა ახალი სიბრძნე მიაწერეს: ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეთ, მერე რა, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვართ ჩვენაო, თავში ქვა იხალეთ და დეპუტატებს ეს კანონპროქტი "შესაბამისმა სამსახურმა" წარუდგინოსო. ბიუროზე თავში ქვა არ უხლიათ, მაგრამ თავი კი იმტვრიეს, სად გვაქვს ეს შესაბამისი სამსახურიო და ბოლოს გიგი წერეთელმა "იშესაბამისა" – კაი, მე წარვადგენ მაგ კანონპროექტსაო.
ძაან დაცხა და დასცხათ ლეიბორისტებს. თან თანამდებობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნას ითხოვენ და თან ალასანიას "ალიანსს" ლანძღავენ, საკრებულოში თანამდებობებზე გამოიჭიმნენო. ეგენი რომ თანამდებობებს იკავებენ, ეგ იმაზე მიუთითებს, რომ შეთანხმებული თამაშიაო, და იმაზე მეტყველებს, რომ ეგენი არც არასოდეს ყოფილან ოპოზიციაშიო.
ალასანიას ალიანსელებს იგივე ბრალდება ლევან გაჩეჩილაძემაც წაუყენა – ამ სისტემის ნაწილები გახდნენ, მაგათ თანამდებობებზე ნაციონალები ნიშნავენო.
აგანგალა-განგალაა... ის დაავიწყდა ბატონ გამყრელიძეს, რომ ამ სისტემის გუშინდელ ნაწილებთან თვითონ აქვს დღეს გააფთრებული ურთიერთობა. ის კი არა, სწორედ მათთან ერთად გეგმავს საშემოდგომოდ "ტანცპლაშადკის" მოწყობას რუსთაველზე. ის კი არა, "მაესტროს" ეთერში ისე თქვა, როგორ შეიძლება მათთან ურთიერთობა მიუღებელი იყოსო, გეგონება ჟიჟილაშვილმა ნოღაიდელთან, ბურჯანაძესა და ოქრუაშვილთან ურთიერთობაზე კი არა, ილია ჭავჭავაძესთან, ეკატერინე გაბაშვილთან და ივანე მაჩაბელთან ურთიერთობაზე ჰკითხა.
ჟიჟილაშვილმა მიუნხენი უხსენა და ის, რომ მათთან ერთიან პოლიტიკურ სივრცეში განიხილავს თავის ადგილს. "გრეჩიხამ" შეიცხადა, აბა, ერთიანი პოლიტიკური სივრცეო? ჟიჟილაშვილი რომ ჩაეკითხა, აბა, მიუნხენში რას განიხილავდითო, გრეჩიხამ თავისი განმარტებითი ლექსიკონი ამოიღო, აი ის, საიდანაც ადრე განგვიმარტა განსხვავება "დაგინებასა" და "შეგინებას" შორის. "პირიქით, ჩვენ განვიხილავდით კი არა, პირიქით, ჩვენ ვარჩევდით, ასე ვთქვათ... ჩვენ გავარჩიეთ და თუ გნებავთ, ერთმანეთსაც გავურჩიეთ და საერთოდ გავარჩიეთ არსებული პოლიტიკური ვითარება". აზრი ისეთი მწყობრია, ციცერონი საფლავში ცერულს ცეკვავს...

როცა საქმე საკითხს ეხება, გარჩევასა და განხილვას შორის განსხვავება არაა და "პირიქით" აქ ისევე უადგილოა, როგორც საკნები რუსთაველზე. როცა საქმე გრეჩიხის, ბრინჯის და ლობიოს გარჩევას ეხება, მაშინ "განხილვის" ხმარება საკნებივით უადგილოა.
აკი მერმე თავადაც ბრძანებს, საქმის გარჩევა ცუდი არააო, "ეხლა თუ საქმის გარჩევას მოვნათლავთ ქუჩიდან გამომდინარეს, სხვა რის, მაგრამ..." (სტილი დაცულია). "ქუჩიდან გამომდინარეს" – ფრიად წელში გამართული ქართულია.... ფრიად... ისეთი ქართული, რომ, სიცხის მიუხედავად, მზექალა შანიძე სანიავებლად გაშლილ მარაოს სიმწრით დაკეცავდა, თუ უსმენდა... აი, ნოღაიდელი კი წავიდა. არა, კრემლში არა, ამჯერად "ეროვნული საბჭოდან" წავიდა. კობა დავითაშვილი კი ალაპარაკდა, უფრო სწორად, აწუწუნდა – მაგისმა აქ ყოფნამ ხმები დაგვაკარგვინაო. თან თავს იმართლებს, ჩვენი ერთად ყოფნის მიზეზი ფული არ იყოო. ეჰ, კობა, კობა.... კობას ლოგიკა იმ ჯეელის ლოგიკას ჰგავს, მიმჭკნარ ფულიან დეიდას რომ ეტორღიალება და თან თავს იმართლებს, ფულის გამო არ დავდევო... აბა, ნოღაიდელი რატომ უნდა გინდოდეს, თუ, მითუმეტეს, ფული არ გინდა?
დავითაშვილი თავს იმართლებს, ჩვენაო, ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდეთ გაერთიანებისკენ, მარტო ნოღაიდელი გამოგვეხმაურა და უარს ხომ არ ვკადრებდით, სიტყვას ხო არ გადავიდოდითო?

ეჰ კობა, კობა, "მძლეველი" რომ გამოგხმაურებოდათ – უნდა მიგეერთებინათ?
აი, სალომე ზურაბიშვილი ღიად ამბობს, სადაც ნოღაიდელი იქნება, იქ ჩემი დუხი არ იქნებაო. სალომე ნოღაიდელის "ნათლიად" მოგვევლინა – "დამშლელი ელემენტი" დაარქვა. ჰოდა, ამ დამშლელ ელემენტთან ერთად სულ არ აპირებს სალომე შემოდგომით ქუჩაში გამოვარდნას. ის კი არა, საერთოდ გაუგებარია მისთვის, რას ნიშნავს საპროტესტო ტალღის აგორება შემოდგომაზე, უფრო სწორად, ამის დაანონსება. თქვა კიდეც მედიით, პროტესტის ტალღის აგორება, იმიტომ რომ გინდა რომ ააგორო, არ ხდება, ამას ხელშემწყობი სიტუაცია უნდაო. არა მგონია ნორმალური იყოს იმის წინასწარ გამოცხადება, რომ შემოდგომით პროტესტი იქნებაო. სალომეს ჭეშმარიტება ამ შემთხვევაში მართლაც ეჭვშეუდგამია. ირაკლი კი საშემოდგომოდ ჩამოდის. ჩამოდის სწორედ ამ საპროტესტო ტალღის ასაგორებლად.
"გამართლებულად არ მიმაჩნია არცერთი ისეთი პროქეტი, რომელიც პროცესებზე საფრანგეთიდან დაკვირვებას ითვალისწინებსო"-ო, – ბრძანებს ოქრუაშვილი.
პროტესტი არ ჩანს და ესენი საპროტესტო ტალღის აგორებას გეგმავენ, აქაოდა შემოდგომა მოდისო. ამათ პოლიტიკა და საპროტესტო აქციები მართლა თეატრი ჰგონიათ, გინდა არ გინდა, სეზონი რომ უნდა გახსნა. და რა უნდათ ამ საპროტესტო აქციებით? ვადამდელი არჩევნები? აი, რომ ადგეს მიშა და დაუნიშნოს ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მოიგებენ?

გაჩეჩილაძე რომ გამოდის და რიხით აცხადებს, დამისახელეთ მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ხალხმა და ოპოზიციამ ჩვენსავით სამჯერ მიაღწია ვადამდელ არჩევნებსო, ის თუ დაითვალა, ამ სამიდან რამდენჯერ მოიგეს არჩევნები? და საერთოდ, რა მოიგეს ამ აქციებით? თამარ კინწურაშვილი რომ დატოვეს "უმუშავარი"?
კობა ნოღაიდელზეა გამწყრალი, აი ლევან გაჩეჩილაძე კი ამერიკაზე.
"რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ავტორიტარულ რეჟიმზე თვალს ხუჭავს, იმიტომ რომ ეს მის ინტერესებშია..."
თუ მართლაც ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს და ამერიკა მართლაც თვალს ხუჭავს, იქნებ იკითხოს ჩვენმა ოპოზიციამ, რატომ ხუჭავს თვალს ამერიკა? იმიტომ ხომ არა, რომ ოპოზიციას თვალი მოსკოვისკენ გაურბის?
აი, რამაზ კლიმიაშვილის თვალნი კი ყოვლის მჭვრეტელია, ზუსტად ხედავს თვალნი მისნი, თუ სად, რომელ ქვეყანაში რას განიხილავს ჰილარი კლინტონი.

ზუსტად იცის, რატომ და რისთვის ჩადის პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ისიც იცის, საქარველოში ჩამოსული რაზე ილაპარაკებს სააკაშვილთან. თან თავად ამბობს, წინასწარ არავინ იცის რაზე ილაპარაკებს სააკაშვილთანო, მაგრამ ეს "არავინ" – თვითონ არაა, იმიტომ რომ იცის თურმე... იცის და არ გამორიცხავს, რომ საუბარი ირანსაც შეეხოს და ჰილარიმ თურმე მიშას ჰკითხოს, ირანთან დაკავშირებით რა თამაშს ეწევიო? შეიძლება თურმე რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებაზე დისკუსიაც არ გაიმართოს, ისე უთხრან, ზედმეტი ლაპარაკი ამ თემაზე არ ღირსო. წაართვით ამ კაცს დურბინდი! წაართვით! შეგვჭამა ამ მომავლის ჭვრეტით. ხომ ვამბობდი, ძაან დაცხა. ისე, ზოგს მუდამ სცხელა... ძაან დაცხა და სიღნაღში რესპუბლიკელების ოფისი დაიხურა.
სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის შეფმა, თენგიზ ბეჟაშვილმა პარტიის რიგები დატოვა, თან უკიდურესად სასოწარკვეთილმა – "იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობაც და ხალხიც გამორჩენაზეა და სხვა არაფერი აინტერესებს, ასეთ შემთხვევაში არ ღირს რაიმე პოლიტიკური ურთიერთობები. საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს. დაკნინებულია მთავრობაც და ამომრჩეველიც, ამიტომ ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ"-ო.
შენ არ ხედავ, პოლიტიკა გხედავს, თენგიზ! – ეს ხუმრობით. სერიოზულად კი, როგორც კახეთში იტყვიან, ცოტა ლამფას დაუწი, როცა ამომრჩეველზე ლაპარაკობ. ადრე სანიკიძემ ეძახა ამომრჩეველს საქონელი, ახლა ამან – დაკნინებული. მითამ რათაა ამომრჩეველი დაკნინებული, სწორედაც რომ გამორჩენაზე ფიქრობს და იმას რომ ირჩევს, ვინც საქმეს აკეთებს და არა თქვენ? აბა, რაზე იფიქროს ამომრჩეველმა, ამოსარჩევთა თვალების ფერზე თუ ტუჩ-კბილზე?
ხომ ვამბობდი, ძაან დაცხა. დაცხა და აგერ, ზესტაფონში, "უხილავ" ურჩხულს ხედავს ხალხი. ურჩხულს, რომელიც საქონელს ჭამს – თურმე ქვემო საქარას ტბაში დაბინავებული ურჩხული საქონელს და ძაღლებს ჭამს. ზესტაფონის გამგებელი გაიძახის, არანაირი მრავალმეტრიანი ურჩხული საქარის ტბაში არააო. ამომრჩეველი კი გაიძახის, ტბაში რამდენჯერმე მართლა შევნიშნეთ 2 უზარმაზარი გველი, ერთ-ერთი სიგრძეში 8 მეტრზე ნაკლები არააო. თვალით გაზომეს, ეტყობა. გველი გაწვა, გაიზმორა, ნახეთ, რვამეტრიანი ვარო.
მე ამ ურჩხულის ისტორიაში სხვა რამ მაღელვებს. ხალხი თან გაიძახის, ეგ ურჩხული საქონლითა და ძაღლებით იკვებებაო და თან შებინდებულზე გარეთ არ გამოდიან, გვეშინიაო. თუ საქონლით იკვებება, თვითონ რატომ ეშინიათ? ძროხები ჩაკეტონ ბოსლებში. არა, რა, ამ გუბაზ სანიკიძემ იმდენი ეძახა ამ ხალხს საქონელი, მე მგონი, მართლა ეჭვში ჩააგდო... ურჩხულები იქით იყოს და საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია.

რა ცვლილებებიც განხორციელდა, გასულ კვირას ტელევიზიებმა "ნაიზუსტ" ასწავლეს ხალხს და გამეორებით თავს არ შეგაწყენთ. მე აქაც სხვა რამ მაღელვებს. კერძოდ ის, რომ ვერა ქობალიას ოჯახს პურფუნთუშეულის ბიზნესი აქვს. მერე რა, რომ იქ კანადაში... ეს პურის ბიზნესი ისე ფინთად გვაქვს დაცდილი "წიოწ ნინას" დამსახურებით, რომ ფუნთუშა საქმეს ვერ შველის... სტალინის ძეგლი აღებულია. 58 წელი იდგა გორის ცენტრში და პენსიაზე გაუშვეს. თუმცა არც ისე შორს, იქვე სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში.
პრეზიდენტმა თქვა, არ შეიძლება ქვეყანაში თან ოკუპაციის მუზეუმი იყოს და თან ოკუპანტების ძეგლებიო. მაგრამ ის ბაღი საქართველო არაა? კაია რომ გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის ნაცვლად, ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება, მაგრამ იქნებ ჯობდა იქ ქართველი ღმერთკაცის – იაკობ გოგებაშვილის ძეგლი დადგმულიყო, ხოლო მემორიალისთვის სხვა ადგილი გამოძებნილიყო – თუნდაც ამ ძეგლის სიახლოვეს? იაკობის ძეგლი და დაღუპულთა მემორიალი ნამდვილად არ შექმნიდნენ იმ იდეურ ეკლექტიზმს, რასაც ეს მემორიალი და იქვე ორას მეტრში ძია იოსების ძეგლი შექმნის. სტალინის ძეგლი აღებულია და იქნებ ახლა მაინც გადაერქვას სტალინის გამზირს სტალინის სახელი? და გამზირს მაინც ეწოდოს იაკობ გოგებაშვილის სახელი? თორემ მართლა უხერხულია, გორში ორი დიდი ქუჩა კვეთს ერთმანეთს – სტალინის და ილია ჭავჭავაძის...

კომენტარი