სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ - უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 300 წერტილში

მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა“, თბილისის მერიამ და პრეზიდენტის ფონდმა საზოგადოებას ერთობლივ პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ წარუდგინეს.

„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

ამასთან, „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.

პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დღეისათვის, თბილისში, მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები. მალე ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც გახდება ხელმისწვდომი. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“, ჯამში, 300-მდე ელექტრონული წიგნის საჩუქრად მიღების შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს.

ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების დიზაინის ავტორია არქიტექტორი ზურაბ ჩოჩია, რომლის ნამუშევარი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩა.

ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader და, მასში არსებულ QR ღილაკზე დაჭერით, დაასკანეროთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 4 ათასამდე ელექტრონულ და ხმოვან წიგნს მოიცავს - თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულ ბესტსელერებს, საბავშვო წიგნებს და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100