სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე გამოესარჩლა კალაძის ცოლი ღარიბაშვილის ცოლს

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს. ფეისბუქ მომხმარებლებმა ნუნუკა თამაზაშვილს დაუწუნეს კაბა, რომელიც მას აშშ-ს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან შეხვედრისას ეცვა. ამ ფაქტს გამოეხმაურა კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე.

"რამდენიმე დღეა ვადენვნებ თვალყურს პერიემიერის და მისი მეუღლის ფოტოზე ამტყდარ აჟიოტაჟს, კომენატრები გააკეთეს და შემდეგ უკვე აიტაცეს პიროვნებებმა რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან მოდაში და მითუმეტეს პირველი პირების დრეს კოდში რომელსაც ცალკე განათლება სჭირდება და მხოლოდ ტენდეციების ცოდნა არაა საკმარისი.

ქალბატონ ნუნუკას აცვია ძალიან სწორად, ქალბატონის დრესს კოდის გათვალისწინებით ოფიციალურ მიღებაზე უნდა ეცვას კოლგოტი (ხორცისპერი) კაბა უნდა იყოს აუცილებლად მუხლს კვემოთ, რაც შეეხება სარჩულს, ესაა თვითონ ამ კაბის და იმ დიზაინერის გადაწყვეტილება რომელმაც ეს ულამაზესი კაბა გააკეთა რათა მაანის სილუეტს გასმოდა უფრო კარგად ხაზი!სხვათაშორის უძლიერესი სტაფი ყავს ამ დიზაინერს, ერთ-ერთი მათგანი გალლიანოა რომელიც საფრანგეთის პირველი ლედის დიზაინერი იყო (Dior)

მიკვირს განსაკუთრებით იმ ხალხისგან კრიტიკა რომლებიც სანდრას ჩაცმულობაზე ხმას არ იღებდნენ (რომელიც არასოდეს არ იცავდა dress code!) ახლა კი გიჟივით წერს ნუნუკას ფოტოზე რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო!" - წერს არეშიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100