სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერნესტო ჩეგევარას ცნობილი ფრაზები

რევოლუცია, თავისუფალი აზრი, შეუპოვრობა, თავგადასავლებისა და მოგზაურობის სიყვარული ერნესტო ჩეგევარას, როგორც პიროვნების მთავარი მახასიათებლები იყო. რევოლუციონერის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ბრძოლისუნარიანობის, თავისუფლების სიყვარულისა და დაუმორჩილებლობის სინონიმად იქცა. გთავაზობთ, მსოფლიო ისტორიის ყველაზე ქარიზმატულ რევოლუციონერად აღირებული ერნესტო ჩეგევარას ცნობილ გამონათქვამებს.

“არ მადარდებს, დაცემა მანამ სანამ ვიცი, რომ ვიღაც ჩემს თოფს აიღებს და სროლას გააგრძელებს.”

„ერთი ადამიანის სიცოცხლე მილიონჯერ უფრო ფასეულია, ვიდრე მსოფლიოს ყველა უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთად აღებული.“

„დუმილი არის კამათის სხვა მეთოდით გაგრძელება“

„ხალხის მადლობა უფრო გადამწყვეტი და უფრო მტკიცეა, ვიდრე ის ოქრო, რაც კი შესაძლოა მოიხვეჭო.“

“გზა, რომელსაც ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე იპოვნით, არსად არ მიდის.”

„კაცი მაშინ აღწევს თავის სრულ ადამიანურ მდგომარეობას, როდესაც ის არ მოქმედებს ისეთი ფიზიკური აუცილებლობით, რომ საკუთარი თავი ნივთივით გაყიდოს“.

„დიდია განსხვავება თავისუფალ საწარმოო განვითარებასა და რევოლუციურ განვითარებას შორის. ერთ მათგანში, სიმდიდრე თავმოყრილია მთავრობის მეგობარი, კარგად მოსაქმე იღბლიანი უმცირესობის ხელში, მეორეში კი სიმდიდრე ხალხის მემკვიდრეობაა“.

„საქმე ის კი არაა, რამდენი გირვანქა ხორცის შეჭმა შეუძლია ერთ ადამიანს, წელიწადში რამდენი ხნით შეუძლია პლაჟზე წასვლა ან რამდენი უცხოური მოსართავის შეძენა შეუძლია თავის ხელფასით, არამედ საქმე სინამდვილეში იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდი სრულყოფილად გრძნობდეს თავს, უფრო მეტი ეროვნული სიმდიდრითა და პასუხისმგებლობით“.

„ყოველდღიურად იბრძოლეთ იმისათვის, რომ ადამიანური სიყვარული ყველასათვის სამაგალითო ქმედებად გადაიქცეს და ამავე დროს „მამოძრავებელი ძალა“ გახდეს“.

„უპირველესად, ყოველთვის შეგწევდეთ იმის უნარი, რომ ღრმად შეიგრძნოთ ვინმეს მიმართ ჩადენილი ნებისმიერი უსამართლობა, ყველგან მსოფლიოში. ეს რევოლუციის ყველაზე მშვენიერი თვისებაა“.

„იმისათვის, რომ ბევრს მიაღწიოთ, ჯერ ყველაფერი უნდა დაკარგოთ.”

„თუ ყოველ უსამართლობაზე შენ აღშფოთებისგან ცახცახებ, მაშინ შენ ჩემი მეგობარი ხარ“.

„არ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ გვაქვს რაღაც, რისთვისაც ვცხოვრობთ, თუ მზად არ ვართ მოვკვდეთ მისთვის“.

„მე არ ვარ განმანთავისუფლებელი. განმანთავისუფლებლები არ არსებობენ. ხალხი საკუთარ თავს თვითონ ათავისუფლებს.“

„თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგი თქვას წინა მთავრობაზე, ეს საკმაირისია იმისთვის, რომ მე იგი დავხვრიტო.“

„რევოლუცია ვაშლი არაა, რომ დამწიფდეს და ჩამოვარდეს. ის შენ უნდა ჩამოაგდო.“

„არ ვარ დაინტერესებული მშრალი ეკონომიკური სოციალიზმით. ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს, თუმცა ამავე დროს ვებრძვით გასხვისებასაც.“


„სურვილი, შესწირო მთელი შენი სიცოცხლე უკეთილშობილეს იდეალებს ფუჭია თუ მარტო მუშაობ.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100