სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას გვიამბობს მარადონა საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე?

გთავაზობთ ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას მიერ, სხვადასხვა ინტერვიუების დროს ნათქვამ ფრაზებსა და აღიარებებს, რომლებიც მისი პიროვნების უკეთ გაცნობის საშუალებას მოგცემთ.

ჩემი სახელი - არც ისეთი მძიმე ხვედრია, როგორც ეს ბევრს გონია.

დედაჩემი ფიქრობს რომ მე საუკეთესო ვარ. მე კი დედის წინააღმდეგ არასოდეს წავალ.

ნარკოტიკების პირველად გასინჯვის შემდეგ, შენ მალევე ხვდები, რომ ეს არის ის რასთანაც მალე მოგიწევს დაუნდობელი, ყოველდღიური ბრძოლა. ის იწვევს ისეთ ეიფორიას თითქოს აი ამ წამს მოგეგოს ჩემპიონატი შენც ფიქრობ რა მნიშვნელობა აქვს რა იქნება ხვალ, დღეს შენ ხომ ჩემპიონი ხარ.

ნარკოტიკებმა მაიძულეს გამომეტოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი: ქალიშვილების აღზრდა და ამას ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ.

ჩემი კანონიერი შვილები არიან დალმა და ჯანა. დანარჩენი ჩემი ფულის და შეცდომების პროდუქტია.

ჩემი ქალიშვილებისთვის მე კუმირი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია.

ჩემი სიძეები თუ ერთხელ მაინც აატირებენ ჩემს გოგონებს ისინი უბედური შემთხვევის მსხვერპლები გახდებიან!

როცა საქმე ჩემს ოჯახს ეხება ვხდები ძალიან ცუდი, დაუნდობელი ადამინი, თითქმის ბილ ლადენი.

როდის მიხვდება ხალხი, რომ მარადონა - არ არის ბედნიერების მწარმოებელი მანქანა?!

მე არასოდეს მიღალატია ჩემი ცოლისთვის. ეს რომც მომხდარიყო ამას მაინც არასოდეს ვაღიარებდი.

კარგია, რომ სამყაროში არსებობენ ჰომოსექსუალები, ისინი ჩვენ კიდევ უფრო მეტ ლამაზ ქალს გვიტოვენბენ.

უხეში ხუმრობა ეს არის ის, რითიც მე ვიკვებები.

უაზრობაა იმაზე დავა რომელი ვართ უკეთესი მე თუ პელე, ორივენი ვიტყვით, რომ მე.

ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომ ვმკურნალობდი იქ, ერთი ამბობდა, რომ ნაპოლეონი იყო, მეორე სან მართინი ვარო აცხადებდა და მათ უჯერებდნენ. მე კი ვამბობდი მარადონა ვართქო და არავის სჯეროდა.

ფეხბურთი სიამოვნების და ბედნიერების თამაშია, მთავარია მოთამაშეებმა არ იგრძნონ სტრესი ეს ფეხბურთს ამახინჯბს. სტრესი იმათთვისაა ვინც მთელ ცხოვრებას სამუშაო მაგიდასთან ატარებს.

ოდესღაც ჩემს სახლს ფიორიტოში იმდენი ხვრელი ქონდა, რომ წვიმის დროს სახლში უფრო წვიმდა ვიდრე გარეთ.

მე წარსულს მივაბარე ყველაფერი. ეხლა მე უბრალოდ ოჯახური ცხოვრებით ტკბობა მინდა და სხვა არაფერი.

ღმერთი ეხმარება მხოლოდ მათ, ვინც თავად ეხმარება საკუთარ თავს.

მე ხშირად ვგრძნობ თავს როგორც ჯეკ ნიკოლსონი, ფილმში ‘’ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა’’

ხალხმა არც კი იცის, რომ ათასობით ისეთი ბიჭი როგორიც ბეკჰემია მტვრიან ქუჩებში თამაშობენ ფეხბურთს.

მე არგენტინელი ვარ სულით ხორცამდე და მინდა ჩემს ქვეყანაში დავასრულო სიცოცხლე.

ყველა ვინც მე მაკრიტიკებს, დრო მოვა და თვითონ წაიღებენ თავიანთ სიტყვებს უკან.

მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს: ისინი არიან საჯარო ადამიანები, აი მე კი პოპულარული ვარ.

ის ვინც გაქურდავს ქურდს იმსახურებს პატიებას.

არ შეუშინდეთ ჭუჭყიან ბურთს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100