"დედა მომიკლეს საკუთარ სახლში" - თიკა მახალდიანის უმძიმესი პოსტი
"დედა მომიკლეს საკუთარ სახლში" - თიკა მახალდიანის უმძიმესი პოსტი
"ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო რო სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ".- წერს მომღერალი.
მახალდიანის დედა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.
ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.
კომენტარი