სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ.


ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ამ წუთებში დაშავებულები კლინიკებში გადაყავთ.


არსებული ინფორმაციით, ჭერი რომელიც ჩამოინგრა ახალი გარემონტებული იყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100