სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამსახურიდან გაშვებულმა ВВС-ის ინჟინერმა დაწერა წიგნი, რომელშიც აღწერილია უცხოპლანეტელების საპყრობილე

BBC-ის ყოფილმა ინჟინერმა რეიმონდ ჟიმანსკიმ ტელევიზიაში მუშაობის 39 წლიანი ისტორია წიგნად გამოსცა. მასში აღწერილია ის ადგილები, რომლის არსებობის შესახებ მხოლოდ სპეციალური სტრუქტურების წარმომადგენლებმა იცოდნენ. ერთ-ერთი უცხოპლანეტელების საპყრობილეა, რომელთან მისასვლელიც მიწისქვეშა გვირაბებით არის შესაძლებელი. აღნიშნული საპყრობილე ოჰაიოს შტატში მდებარეობს.

როგორც რეიმონდი წერს, ამ ადგილის არსებობის შესახებ სამსახურის დაწყების პირველივე კვირას გაიგო თავისი თანამშრომლისგან. შეიტყო ისიც, რომ ეს ადგილი მას შემდეგ ააშენეს, რაც მფრინავი თეფში ჩამოვარდა ნიუ-მექსიკოს შტატში. ჟიმანსკიმ დასძინა ისიც, რომ არასდროს უნახავს პირადად ეს ადგილი, თუმცა დეტალებში მოისმინა მის შესახებ.

სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არავითარი უცხოპლანეტელების საპყრობილე არ არსებობს და არც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნის ფაქტი ყოფილა.

უფოლოგების თქმით, ნიუ-მექსიკოში 1947 წლის ივნისში ჩამოვარდა მფრინავი თეფში, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში ეს ფაქტი მეტეორის ჩამოვარდნად გაატარეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100