სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არემჯი გოლდმა" საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხით დაინტერესებულ კიდევ ერთ ჯგუფს უმასპინძლა

გასულ კვირას, ეკონომისტების, გეოლოგების, ისტორიკოსების, იურისტებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, საყდრისი-ყაჩაღიანში ექსკურსია მოაწყო.

კომპანია "არემჯის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს გვირაბი. მათი განცხადებით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს ყველა კითხვას. გეოლოგ დავით მელაშვილის განცხადებით: "გვირაბი 80-იან წლებში ქართველი გეოლოგების მიერ არის გაყვანილი, სადაც პირადად მე ვმუშაობდი. გვირაბში არის ვიწრო ნაპრალები რომლის სიგანე არის 20-30 სანტიმეტრი, რასაც რაიმე კავშირი არ აქვს არქეოლოგიასთან." მისი თქმით, როდესაც ყაჩაღიანის უბანში გვირაბის გათხრა მიმდინარეობდა, მას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა და არც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იყო შესული.

"ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, რომელიც ექსკურსიის ერთ-ერთი მონაწილე იყო, ამბობს რომ მას, როგორც იურისტს აინტერესებს ყაჩაღიანის გვირაბისა და ბორცვის სამართლებრივი სტატუსი.

"მე როგორც იურისტს, მაინტერესებს საყდრისის ძეგლის სამართლებრივი სტატუსის საფუძვლები. ჩვენს ორგანიზაციას, საჯარო უწყებებიდან ძალიან ბევრი საჯარო ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი. ეს შეხვედრა სადისკუსიოდ საკმაოდ საინტერესო იყო. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სანახავი იყო რაც დღეს ვნახეთ."

კომპანია "არემჯიში" აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალეა და ისინი მზად არიან ყველა დაინტერესებულ პირს შეხვდნენ და გასცენ პასუხი მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100