სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ხალხური სიმღერა ფრანგული სპექტაკლში

ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ფრანსუა შინიო ქართული ხალხური სიმღერებით აფორმებს ქორეოგრაფიულ სპექტაკლს. ამ ინფორმაციას მომღერალი გიორგი უშუიკიშვილი ავრცელებს.

„მეგობრებო ორი კვირით მივემგზავრები საფრანგეთში. ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ფრანსუა შინიო ქართული ხალხური სიმღერებით აფორმებს ქორეოგრაფიულ სპექტაკლს, რომელიც 2014-2015 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. ჩემი მისიაა დასის წევრებს შევასწავლო სიმღერები. იმედია სპექტაკლი საინტერესო იქნება და სასარგებლო ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისათვის დიდი მადლობა ბატონ ლევან ხეთაგურს რომ დამაკავშირა საინტერესო ადამიანები“ - წერს უშიკიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100