სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობის მომხრეთა რიცხვი შემცირდა

ამერიკული კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეკონომიკის წინსვლასთან მიმართებაში არ ემხრობა.

კითხვაზე, ემხრობით თუ არ ემხრობით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეკონომიკის წინსვლასთან მიმართებაში, გამოკითხულთა 66% აცხადებს, რომ არ ემხრობა, ხოლო 25% - ემხრობა.

კვლევის თანახმად, მაისიდან სექტემბრამდე 46-დან 66%-მდე გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც პრემიერის საქმიანობას ეკონომიკის წინსვლასთან მიმართებაში არ ემხრობა, ხოლო 46-დან 25%-მდე შემცირდა მომხრეთა რიცხვი.

კითხვაზე, ემხრობით თუ არ ემხრობით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას დანაპირებების შესრულებასთან მიმართებაში, ემხრობა – 33%, არ ემხრობა – 60%.

კვლევის თანახმად, მაისიდან სექტემბრამდე ამ მხრივ მომხრეთა რიცხვი 53-დან 33%-მდე შემცირდა, ხოლო მათი რიცხვი, ვინც არ ემხრობა, - 40-დან 60%-მდე გაიზარდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა" (Greenberg, Quinlan, Rosner Research) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა. კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,204 პირისპირი ინტერვიუს გზით; კვლევის ჩატარების თარიღია 2013 წლის 15-21 სექტემბერი;

ცდომილება +/- 2.8%-ია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100