სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში სამხედრო საქმით დაინტერესებულთა რიცხვი იზრდება

მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა მუდმივად იმყოფება საომარი საფრთხის ქვეშ, საქართველოს მოსახლეობაში სამხედრო ცოდნის პოპულარიზაცია, თვითგადარჩენის თუნდაც ელემენტარული საშუალებების სწავლება უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საქმეა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აპოლიტიკური, მრავალპროფილიანი ორგანიზაცია "აისი." "დრონი.ჯი" "აისის" გამგეობის წევრს, თადარიგის ოფიცერს გიორგი მამუკაძეს ესაუბრა.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– რამდენიმე სიტყვა თქვენი ორგანიზაციის შესახებ, როგორ შეიქმნა, რა მიზნები და ამოცანები გაქვთ...
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– "აისი" მრავალპროფილიანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელმაც მოღვაწეობა 2008 წლის მაისში დაიწყო, ხოლო იურიდიულად 2009 წლის 4 აგვისტოს დარეგისტრირდა, მას მერე, რაც პრაქტიკულად დამტკიცდა ორგანიზაციის იდეის სიცოცხლისუნარიანობა თანამედროვე საქართველოში. "აისის" მისიაა გაზარდოს კანონმორჩილი, სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე, ზნეობრივი, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული მოქალაქე.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
ამ მისიის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდებისათვის (და არა მარტო მათთვის) საბაზისო სამხედრო-სალაშქრო ცოდნის მიცემა, რომელიც გამოადგებათ როგორც სამშობლოს დაცვაში (საფრთხეების მაღალი დონის გათვალისწინებით), ასევე სტიქიური უბედურებების დროს და პირად ცხოვრებაში. ორგანიზაციაში ამ ეტაპზე დაახლოებით ასი წევრია, ძირითადად ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის გამოცდილი ადამიანები.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– რამდენად პოპულარულია ქართველ ახალგაზრდებში და საერთოდ, ქართველებში სამხედრო საქმე და რამდენად არის დაინტერესებული საზოგადოება?
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– საერთოდ, სამხედრო საქმისადმი ინტერესი ყველა ჯანრთელი ადამიანისათვის, მით უმეტეს, მამაკაცისთვის, დამახასიათებელი მოვლენაა...
რაც შეეხება უშუალოდ ქართველებში ამ ინტერესს, აქ თავისი ნიუანსებია. ერთის მხრივ, ქართველებს ეს ინტერესი გენში გვაქვს და ამავდროულად, ამ დარგის საჭიროებას თვალნათლივ ვხედავთ, მეორეს მხრივ კი საგრძნობია საზოგადოების ერთგვარი "გადაღლილობა." უკანასკნელი წლების მანძილზე პრაქტიკულად ყველა წაგებული სამხედრო კამპანია გარკვეულ ნიჰილისტურ განწყობას ბადებს, გამარჯვების რწმენის დეფიციტს წარმოშობს. თუმცა ამ ფონზე იკვეთება საზოგადოების ნაწილი, რომელიც მზადაა მაქსიმუმი გაიღოს გამარჯვებისთვის.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები სამხედრო საქმეში ნიჭიერები ვართ? ზოგჯერ სკეპტიკური მოსაზრებები გამოითქმება ამ კუთხით...
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები ყველაფერში ნიჭიერები ვართ, ხოლო სამხედრო საქმეში ქართველები ისეთივე ნიჭიერები ვართ, როგორც სხვა ყველა. საერთოდ, როგორც ცხოვრობს ქვეყანა, დაახლოებით ისევე იბრძვის არმია, რადგან არმია ქვეყნის ნაწილია. თუ ქვეყანა ორგანიზებულია, მისი არმიაც ორგანიზებულად იბრძვის, თუ ქვეყნის ძლიერი მხარე კრეატივია, მას არმიაც კრეატიული ჰყავს, თუ ქვეყანა არაყს ეტანება, მისი არმიაც გალოთებული იქნება. თუ ქვეყანაში მთავარი გარეგნული მხარეა, არმიაც მხოლოდ გარეგნულად იქნება ძლიერი. ეს ყველგან და ყოველთვის ასეა.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– რამდენად იქნება მომზადებული რეკრუტი თქვენთან კურსების გავლის შემდეგ? რომ დასჭირდეს ქვეყანას, შეძლებს ის სათანადოდ დაუდგეს მხარში სამშობლოს?
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– "აისის" მოღვაწეობის მთავარი მიზანი არის საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარება. ზუსტად ამიტომ ჩვენთან მიესალმებიან და ხელს უწყობენ სახელმწიფოსათვის სასარგებლო საზოგადოებრივ აქტივობას. თავისთავად, ყველაფერი, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია “აისშიც.” ამ აკრძალვაში ხვდება როგორც საბრძოლო იარაღის ფლობა-გამოყენება, ისე სახელმწიფოსგან უკონტროლო გასამხედროებული ძალის ჩამოყალიბება.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
სამხედრო-სალაშქრო კურსები ადამიანის შესაძლებლობას აძლევს აითვისოს ის მინიმუმი, რაც მას ესტრემალური პირობების დროს თვითგადარჩენაში დაეხმარება. კურსების გავლის შემდეგ, ადამიანი უცხო გარემოში არ დაიბნევა, გზა არ აერევა, შეძლებს საკვების და წყლის მოპოვებას, დაზარალებულისთვის პირველი დახმარების აღმოჩენას, საფრთხისთვის თავის არიდებას.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
სამხედრო-სალაშქრო კურსებზე ხდება საბრძოლო იარაღის თეორიული სწავლება, სპორტული და სანადირო იარაღის მოვლა-გამოყენება, მიზანში სროლა და ა.შ.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
კურსანტი სწავლობს დაზვერვის, გადაადგილების, შენიღბვის, კავშირის, ინდივიდუალური და ჯგუფური მოქმედების პრინციპებს, დისციპლინის და სუბორდინაციის მნიშვნელობას და ა.შ.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
ყველაფერი ეს მას ეხმარება სწორად შეაფასოს საკუთარი ძალები, იყოს უფრო ღირებული რესურსი არმიის ან პოლიციური ძალებისთვის. სამოქალაქო სექტორში მატებს მეტ თავდაჯერებულებას, აძლევს დამატებით შესაძლებლობებს, უფართოვებს თვალსაწიერს.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
ომიანობის დროს "აისის" სალაშქრო-სამხედრო კურსგავლილი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს გამოავლენს, ვიდრე მსგავსი ცოდნის, სამხედრო გამოცდილების არმქონე ადამიანი, ან თუნდაც ის ადამიანი ვისაც სამხედრო სამსახური მხოლოდ ფორმალურად აქვს გავლილი.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– როგორ ფიქრობთ, აუცილებელია საქართველოს მოქალაქემ ბავშვობიდან ისწავლოს სამხედრო საქმე?
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– საქართველოს მოქალაქემ ბავშვობიდან სამშობლოს მოფრთხილება უნდა ისწავლოს, ბავშობიდან უნდა ჩაენერგოს შრომის სიყვარული, ერთგულების, პასუხისმგებლობის, წესიერების, კანონმორჩილების გრძნობა.
სამხედრო საქმე ამის მხოლოდ ზედნაშენი შეიძლება იყოს.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
დასავლეთში გავრცელებული სკაუტური მოძრაობების მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, როგორც აღმოჩნდა, არის არა ბავშვებისთვის კალათების დაწვნის ან ნაკვალევის ამოცნობის სწავლება, არამედ შრომისმოყვარე, წესიერი, სახელმწიფოებრივი აზროვნების მთელი თაობების გაზრდა. სხვათაშორის, ყოფილი სკაუტები დასავლეთის ქვეყნებში წარმოადგენენ არამხოლოდ არმიის ან სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის სასურველ კანდიდატებს, არამედ ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის სამუშაოს მაძიებლის სივისში (ავტობიოგრაფიაში) ჩანაწერი "სკაუტი" უკვე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის მომავალ დაქირავებულზე, როგორც კანონმორჩილ, შრომისმოყვარე, მდგრადი მორალური ფასეულობების მქონე ადამიანზე.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
აქ ბევრი ფაქტორი იკვეთება და ბავშვებისათვის სამხედრო ან სამხედროსთან მიახლოებული უნარჩვევების გამომუშავება მრავალმხრივაა სასარგებლო.
– აპირებთ საქართველოს მასშტაბით ორგანიზაციის გაფართოებას? და საერთოდ, რამდენად მასშტაბურ სახეს მიიღებს თქვენი საქმიანობა?
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
– საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისის" შეიქმნა რამდენიმე თანამოაზრის მიერ, და იმისთვის რომ დღევანდელი მდგომარეობისთვის მიეღწია თვითგანვითარების გრძელი გზის გავლა და რამდენიმე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწია მოტივაციასა და მოთმინებაში. ორგანიზაციის არსებობა, მისი განვითარება და გაფართოება მთლიანად დამოკიდებულია მისი წევრების მონდომებასა და შესაძლებლობაზე. ორგანიზაციის ყოველ ახალ წევრს ახალი სუნთქვა და ახალი შესაძლებლობები მოაქვს "აისში."
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
სამწუხაროდ, დღეის პირობებით ორგანიზაცია თბილისით და ახლომახლო დასახლებებით შემოიფარგლება. არიან წევრები სხვა ქალაქებიდანაც, მაგრამ მათ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში უწევთ სიარული.
დფსკფ;სკდლ;ფსდ;ფლ;ს
რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ რეგიონებიც მოვიცვათ და იქ მცხოვრებ პატრიოტებთან დაახლოების მეტი შესაძლებლობები გვქონდეს. დიდი იმედი გვაქვს და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ როდესმე შევძლებთ მთლიანად ქვეყნის მაშტაბით ამოქმედებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100