ნინა ბადრიჩის ექსპერიმენტი - „სექსისგან თავშეკავების როლი ქალის წარმატებაში“
ნინა ბადრიჩი აღიარებული მომღერალია არა მარტო ხორვატიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - სერბეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ჩერნოგორიასა და სლოვენიაში. მიმდინარე წლის 10 იანვარს იგი აირჩიეს ხორვატიის წარმომადგენლად 2012 წლის „ევროვიზიის" კონკურსზე.
ეს მისი დიდი პროფესიული წინსვლაა, რადგან მანამდე სამგზის მონაწილეობდა შერჩევით ეტაპებზე, მაგრამ - ყოველთვის წარუმატებლად. ამჯერად კი იოლად დაძლია წინააღმდეგობები და მოიპოვა ბაქოს საგზური.
ხორვატიაში მომღერლის ყველა გულშემატკივარი სასიამოვნო განწყობილებით ეგებება მისი გამოსვლის თარიღს, ერთი ადამიანის გარდა - ეს არის ნინას მეუღლე. ცოლის „ევროვიზიაზე" დელეგირებამ მას გზა დაუხშო საძინებლის კარებისაკენ - კონკურსისათვის მზადების პერიოდში ნინამ საკუთარ თავს ოთხი თვის განმავლობაში აუკრძალა სექსი. მისი არგუმენტები ასეთი იყო: „მე გადავწყვიტე, ვემზადო ყველა იმ მეთოდით, როგორითაც ოლიმპიელი ათლეტები და მოკრივეები ემზადებიან. ამიტომ, არავითარი სექსი არ მექნება ივნისამდე, რათა დავზოგო ჩემი ძალები!"
რა შეიძლება მომღერლის გადაწყვეტილებაზე ითქვას? ალბათ ის, რომ მას ცუდი კონსულტანტები ჰყოლია, რადგან, თუ ვაჟ სპორტსმენებზე კიდევ არის დავა, სპორტული გამოსვლების წინ მისაღებია თუ არა მათი სექსით დაკავება, ქალების შემთხვევაში ეს საკითხი თითქმის ერთმნიშვნელოვნად არის გადაჭრილი:
ამ საკითხის კვლევაში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს სპორტსმენთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გერმანულ სკოლას; ეს სკოლა პირდაპირ აღიარებს, რომ სპორტსმენი გოგონებისათვის მხნეობისა და ძალის მონიჭებისათვის აგრერიგ საჭირო მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი მათ უნდა მიიღონ ბუნებრივი გზით. გერმანიაში ამას უწოდებენ „სექს-დოპინგს".
მთელი სამყარო გაოცებაში მოჰყავს ნორჩი გერმანელი სპორტსმენი გოგონების სპორტულ წარმატებებს და ცოტამ თუ იცის, რომ ლაიფციგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული ფიზკულტურული მეთოდიკის თანახმად, საასპარეზოდ გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე რომელიმე მწვრთნელი ან მასაჟისტი მედლის პრეტენდენტთან სექსით არის დაკავებული. ემოციური და ჰორმონალური განმუხტვა კი იძლევა წარმოუდგენელ, ხშირად ფანტასტიკურ შედეგებს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აჰყავს სპორტხმენები.
ასე რომ, ხვალ ბაქოში გამოჩნდება, სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა ნინა ბადრიჩმა - უნდა განეტევებინა სარეცელისაგან მეუღლე, თუ სცენაზე გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მაგრად ჩახუტებოდა!
კომენტარი