სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 738 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 738 ადამიანს დაუდასტურდა, 1 494 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 225 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 210 445. გარდაიცვალა 2 481 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 480. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 287 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100