რუსმა ექიმმა კოსმეტოლოგიის კაბინეტში მისული პაციენტი სასტიკად სცემა
ამ სასტიკი შემთხვევის ამბავი ინსტაგრამის საშუალებით მალევე გავრცელდა - კომპოზიტორი, მომღერალი და ბლოგერი ვალენტინა კოსმეტოლოგიის ექიმმა სასტიკად სცემა.
ინციდენტი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოხდა. დაზარალებული მომხდარის შესახებ თავად საუბრობს ინსტაგრამის პოსტის საშუალებით:
"18 საათსა და 10 წუთზე მე მივედი კოსმეტოლოგიის სალონში. პარალელურად პროცედურა უნდა გადამეღო ინსტაგრამის ერთ-ერთი სილამაზის ჯგუფის წევრებისთვის და ტელეფონიც მზად მქონდა. ექიმმა ოლესა სოკოლანმა მოიტანა ინექციის პრეპარატი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხდებოდა - კოლოფსაც და შიგ მოთავსებულ წამალსაც არ ჰქონდა დასახელება და აღწერა მიკრული. როდესაც ვკითხე ექიმს, თუ რატომ არ გააჩნდა მარკა წამალს, მან მრსხანე ტონით მითხრა, რომ ან უნდა ვენდო, ან წავიდე. წამოწოლილი ვიყავი და გადავწყვიტე, კამერით გადამეღო ყველაფერი. როდესაც ტელეფონი ჩავრთე, სოკოლანი მომვარდა, გამომგლიჯა ტეეფონი ხელიდან და რამდენჯერმე ძლიერად ჩამარტყა სახესა და თავში. თავბრუსხვევა ვიგრძენი, სახე და თმა სისხლით მქონდა მოსვრილი" - დაწერა ვალენტინამ.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი