სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოდერძის სათხილამურო კურორტი ხვალ გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ მთის კურორტების განვითარების კომპანია“, აჭარის მთავრობასთან ერთად გოდერძის სათხილამურო კურორტს 28 დეკემბერს ოფიციალურად გახსნის. კურორტზე არის ორი დიდი საბაგირო, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2018/19 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. გაიხსნა სწრაფის კვების ობიექტები.

სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი 2366 მეტრი.

ამ ეტაპზე კურორტზე 12 ადამიანზე გათვლილი 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯია და ერთი სასტუმრო. ასევე გაიხსნა ახალი განთავსების ადგილი სასტუმრო „დავითი“ რომელშიც 13 ნომერია და 40 ადამიანი თავსდება.

სეზონის ოფიციალურ გახსნაზე ნაჩვენები იქნება კურორტი გოდერძის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი, მთელი დღის განმავლობაში იქნება მუსიკალური გაფორმება DJ ის სახით, ასევე წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“. იქნება სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის. საღამო ფოიერვერკით დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100