სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო წელი დაიწყო

სკოლებსა და საბავშო ბაღებში სასწავლო წელი დაიწყო. პირველი ზარი საქართველოს მასშტაბით არსებულ 2010 სკოლაში რამდენიმე წუთის წინ დაირეკა.

წლევანდელი სასწავლო წლიდან სკოლებში შედის ახალი სასწავლო გეგმა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. გეგმა ინგლისური ენის, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას გულისხმობს. სიახლეა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების კუთხით. თანამედროვე მეთოდოლოგიით დაიბეჭდა სახელმძღვანელო, რომელიც რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უფასოდ დაურიგდებათ.

"ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა ქართული ენის სპეციალური სახელმღვანელო. მასში გაერთიანებულია ქართული ენის შესწავლის ყველა თანამედროვე მეთოდიკა და არის გათვლილი ბავშვებზე, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური ენა არ არის. გარდა ამისა, ოქტომბრიდან ჩვენ შემოვიღებთ ახალ ელექტრონულ ჟურნალებს, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს სახლიდან, კომპიუტერის გამოყენებით გააკონტროლონ როგორ სწავლობენ მათი შვილები", - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100