სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა განაგრძოთ ცხოვრება ქმართან დაშორების შემდეგ?

დიდი ტკივილისა და დეპრესიის მიუხედავად, განქორწინება სულაც არ ნიშნავს ხოვრების დასასრულს. პირიქით - ხანდახან ის ახალი ცხოვრების დასაწყისიც ხდება ხოლმე. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ მარტივად შეძლოთ ტკივილთან გამკლავება და ახალი გამოწვევებისთვის მოემზადოთ.

დაფიქრდით, რა მოგწონს ყველაზე მეტად მამაკაცში? - ეს სწორედ ის დროა, როცა თქვენს გემოვნებაში გარკვეული გადაფასებები ხდება. ამიტომ, გაერკვიეთ, ამჟამად როგორ მამაკაცებს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენ ხომ ახლა უკვე თავისუფალი ქალი ხართ. იფიქრეთ იმ მიზეზებზეც, თუ რატომ დაშორდით მეუღლეს, რა არ მოგწონდათ მასში, რა იწვევდა თქვენში გაღიზიანებას - ეს დაგეხმარებათ მომავალ პარტნიორში უფრო მეტად იყოთ გარკვეული.

ეცადეთ, ძალიან მალე არ შეიყვაროთ მამაკაცი - მართალია ახალი ურთიერთობები ძველის დავიწყებაში მალე დაგეხმარებათ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით გრძნობებს გააკონტროლებთ და ახალ სასიყვარულო თავსატეხში არ ჩაერთვებით, ეს არ მოგცემთ საშუალებას ცივი გონებით აარჩიოთ სასურველი მამაკაცი, რომელიც ამჯერად თქვენი შესაფერისი იქნება.

ნებისმიერ ურთიერთობაში ღალატი დაუშვებელია - ეს სულმდაბალი ადამიანების საქმეა, თქვენ ამისგან შორს უნდა იდგეთ. რაც უფრო მეტად არის ურთიერთობა ერთგულებაზე დაფუძნებული, მით უფრო მეტი იდილიაა წყვილს შორის. დაუშვებელია ასევე ურთიერთობაში მყოფ ან ცოლიან მამაკაცთან გააბათ რომანი, რადგან ის ადრე თუ გვიან მას აირჩევს, ვინც თავიდანვე უყვარდა. თუნდაც თქვენ აგირჩიოთ, ყოველთვის შეაწუხებს ნამუსი, რომ სხვას თქვენს გამო უღალატა. თქვენთან თანაცხოვრება ხშირად გარკვეულ სინანულთან იქნება დაკავშირებული მისი მხრიდან.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო - გოგონები ძალიან რომანტიკულები და იდეალისტები ვართ, გვგონია, რომ მამაკაცი, რომელიც გვერდით გვყავს, ჩვენი მარადიული სიყვარულის ობიექტი დარჩება სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა ცხოვრება გაცილებით მწარე რეალობაა, რომელსაც არ უნდა დავნებდეთ. საჭიროა ყველაფერი ცუდისგან რაღაც ახალი ვისწავლოთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ.

გაიგებთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი - ეს ძალიან მარტივი დასადგენია - ცოლ-ქმრული ცხოვრების განმავლობაში წყვილს საერთო მეგობრები ჰყავს და ისინი სულ ერთად ატარებენ დროს. დაშორების შემდეგ ის მეგობრები, რომლებიც თქვენთან დარჩებიან და გვერდით ამოგიდგებიან, ყოველთვის ერთგულად გაგიწევენ მეგზურობას ცხოვრების გზაზე და თქვენც შეძლებთ მათ ნდობას თვალდახუჭული.

მარტო ცხოვრება სულაც არ არის ცუდი - ყველაფერს თავისი დადებითი მხარე მოეძებნება. მარტო ცხოვრების პერიოდში თქვენ სულაც არ ხართ ვალდებული, ვინმეს ანგარიში გაუწიოთ. ბოლოს და ბოლოს თქვენ შეძლებთ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს, ვიზუალს, იაროთ მასაჟზე, სპა სალონებსა და კლუბებში მეგობრებთან ერთად და სულაც არ ფიქრობდეთ იმას, რომ სახლში დაგვიანებით ვინმეს გაანაწყენებთ. ბოლოს და ბოლოს საყვარელი საქმიანობითაც დაკავდებით.

გახდით უფრო მომთხოვნი - თქვენი მოთხოვნები უფრო უნდა გაიზარდოს. გახსოვდეთ, რაც მეტია მოთხოვნა, მით უფრო მაღალია ხარისხი. შესაძლოა, იდეალური მამაკაცის ძებნაში დიდი დრო გავიდეს, თუმცა ეს დრო თქვენთვისვე სასიკეთო საქმიანობას დაახარჯეთ და დატკბით თავისუფლებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100