კერატინის ეფექტი
თმის მოვლის საშუალების შესახებ ქალბატონებმა ბევრი რამ იციან, თუმცა კონკრეტულად რა არის თმის კერატინით გასწორება თითქმის უცნობია. რა პროცედურაა, რა დროის განმავლობაში რჩება თმა საწყის მდგომარეობაში, რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება თმის აღდგენისთვის, სად კეთდება პროფესიონალურად და სხვა.
კერატინი არის ცილოვანი ნივთიერება, რომელიც თმისა და ფრჩხილების ბუნებრივ შემადგენლობაში შედის, თუმცა მალევე ქრება. შედეგი კი თმის სტუქტურაზეც აისახება. დაზიანებული, დასუსტებული, დაუმორჩილებელი თმისთვის საუკეთესო გამოსავალი ისეთი პროცედურის ჩატარებაა, რომელიც მუდმივად აღადგენს მას, დაატენიანებს და მბზინვარებას შესძენს. კერატინით თმის გასწორება კი სწორედ ამ ეფექტის მომხდენია. პროცედურის შემდეგ თმა ჯანსაღი, მორჩილი და მბზინვარე ხდება. რაც მთავარია, თმის კერატინით გასწორების პროცესი სრულიად უსაფრთხოა. არ აქვს მნიშვნელობა თმა შეღებილია თუ ბუნებრივი. კერატინის გაკეთების შემდეგ თმის შეღებვაც უპრობლემოდ ხდება. 6 თვის მანძილზე თმა ინარჩუნებს საწყის მდგომარეობას და მუდმივად მბზინვარეა.
კერატინი არის თმის მოვლის საშუალება, რომელიც დიასახლისებს, კერძო თუ საჯარო სამსახურებში დაკავებულ ქალბატონებს დროს უზოგავს. ერთჯერადი პროცედურის შემდეგ ქალბატონებს აღარ უწევთ სალონში დროის ხარჯვა და მუდმივად ვარცხნილობაზე ზრუნვა. კერატინით გასწორებული თმა მუდმივად მოწესრიგებულია, არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა რომ ფორმა არ დაკარგოს.
„კერატინი ერთი თვის წინ Jungle Fever Beauty Studio-ში გავიკეთე, ჩემი თმის სტრუქტურის ცვლილება პირველ დღესვე გამოჩნდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მინდოდა ისეთი სალონური პროცედურა მეცადა, რომელსაც გრძელვადიანი ეფექტი ექნებოდა და სალონში გატარებულ ყოველკვირეულ დროსაც დავზოგავდი. პროცედურის დასრულების შემდეგ JF-ში უსულფატო შამპუნი და ნიღაბიც შევიძინე, რომელიც უკვე ერთი თვეა ჩემს თმას ხელს უწყობს სრულყოფილი იერი ჰქონდეს. კერატინმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ყოველდღიურობაზე. ვზოგავ იმ დროს, რომელსაც ადრე უშედეგოდ თმის სწორებასა და მოწესრიგებაში ვიყენებდი. ყველას ვურჩევ გამოსცადოს. მითუმეტეს იმ ქალბატონებს, რომლებსაც სურთ მუდმივად ფორმაში იყვნენ და რომელთათვის ვარცხნილობა მნიშვნელოვანია.“ - ეკა 35 წლის.
კერატინის ეფექტის განსაზღვრა მარტივია. 6 თვის განმავლობაში ნათელია, რომ თმა მუდმივად მოწესრიგებულია, თმის სტრუქტურა დატენიანებული, აღდგენილი და მბზინვარეა. ეფექტი, რომელიც ყველა ქალბატონმა საკუთარ თმაზე უნდა გამოსცადოს - კერატინია. პროცედურა, რომელიც დაგაზოგინებთ მნიშვნელოვან დროს და შეცვლის თქვენს რუტინულ ყოველდღიურობას.
კომენტარი