სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამების ტაძრის აშენებას ოშკის აღდგენა უნდა მოჰყვეს

დღეს თურქეთი რომ საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, ჩვენდამი თურქი ხალხის დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს. ვისაც უმოგზაურია თურქეთის სახელმწიფოში, შეამჩნევდა, რომ თურქები განსაკუთრებით კეთილად ეპყრობიან ქართველებს (არ იგულისხმება გარკვეული გამონაკლისები, რასაც ყველგან შევხვდებით).
სდჯსაკდჯფსაფსლა;
როგორც ჩანს, თურქეთის წარმოშობით ქართველ მოსახლეობას დიდი ავტორიტეტი აქვს და გარკვეულწილად ეს განაპირობებს ამგვარ დამოკიდებულებას. საუკუნეების მანძილზე თურქები დარწმუნდნენ, რომ გურჯები უღალატო და კულტურული ხალხია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს (იმედია, მომავალში საქართველოს სახელმწიფო შეძლებს თვითონაც გაზარდოს თურქეთის ეკონომიკაში ქართული წარმოების ხვედრითი წილი).
სდჯსაკდჯფსაფსლა;
ამასთან, მას შემდეგ, რაც გაიხსნა საზღვრები საქართველოსთან და თურქეთში ევროპელი ტურისტების რიცხვი მომრავლდა, თურქები კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ ქართული კულტურა შესანიშნავია. ეს ორგვარად ხელს უწყობს თურქების ჩვენდამი კეთილგანწყობას. მათ იციან, რომ მთელი ტაო-კლარჯეთის კულტურულ-ისტორიული ძეგლები ქართულია; რომ ეს ძეგლები ძალიან მნიშვნელოვანია კაცობრიობის კულტურული ნაწილისათვის. გარდა ამისა, ეს ძეგლები ფინანსური შემოსავლების ზრდის საშუალებაა თურქეთის მოქალაქეებისათვის. უამრავი ქართველი ოცნებობს ნახოს და მოილოცოს ტბეთი, ხანძთა, ოშკი... უცხოელებიც ხშირად სტუმრობენ ჩვენს ტაძრებს.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
არ შეიძლება ქართველი მომლოცველების შემხედვარე პატივისცემა არ გაგიჩნდეს იმ ერისადმი, რომელიც ხუთასი წლის წინ დაკარგულ ტაძრებს არ ივიწყებს. მოდის, ათვალიერებს, ლოცულობს და კეთილად უღიმის მომღიმარე მოსახლეებს.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
ისტორიული ზემო ქართლის ტერიტორიაზე გვხვდება უამრავი ადამიანი, ვინც ჩვენს დანახვაზე ჩერდება, გვესაუბრება. ვნახეთ ბევრი მოხუცი თურქი მამაკაცი, რომლებიც თავის ენაზე გვლოცავენ. განსაკუთრებით უხარიათ ახალგაზრდებს, შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, გაესაუბრონ ქართველებს.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
იქაური ქართველებიც სიყვარულით გვხვდებიან. ბევრმა აღარ იცის დედა ენა, მაგრამ, მაინც გამოხატავს სიყვარულს. პარხლის ხეობაში ნახავთ წარწერას: "თქვენი ქართველი ძმა გელით", იქვე ქართველების სასტუმროა. ხშირად უყურებენ ქართულ ტელევიზიებს, ოღონდ ჩვენი ტელეწამყვანების სწრაფი ქართული ვერ ესმით ჯეროვნად, ქართულის კარგად მცოდნეებსაც კი. ზოგიერთმა გვთხოვა კიდეც, იქნებ ჩვენთვის ერთი გადაცემა შექმნათო.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
ხანძთაში ახვალ თუ არა, ციცაბო აღმართზე, მონასტრის გვერდით შეგხვდება მომღიმარე ადამიანების ოჯახი და მიგასწავლიან მოკლე გზას, რომელიც მათ ეზოზე გადის, წყალსაც შემოგთავაზებენ.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
ლაზური სისხლიც ურევიათ, როგორც მივხვდით. ორი გოგო ჰყავთ. ერთი პატარაა – 14-15 წლისა, მეორეზე კი გული დაგწყდება, თუ დაუქორწინებელი ძმაკაცი გყავს, ინატრებ, ნეტა აქ იყოს და გაიცნოსო.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
გული დაგეწვება, დაგეფუფქება. ადგილი, სადაც საფუძველი ჩაეყარა დიდი საქართველოს იდეას. მონასტერი, სადაც ჩამოყალიბდა ფორმულა "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების", ინგრევა და ინგრევა. ორი წლის წინ გუმბათი ჩამოექცა უდაბნოს ვარსკვლავის – გრიგოლ ხანძთელის აშენებულ ტაძარს (მისი გარდაცვალების მერე გადააკეთეს და ხელახლა გააშენეს).
სდჯსაკდჯფსაფსლა;
აღმართზე რომ ადიხარ, თითქოს დაღლილობისგან ვერც ხვდები სად მიდიხარ, მაგრამ მამა გრიგოლის წყაროს წყალს რომ დალევ, რომ მოილოცავ გუმბათჩამოქცეულ ტაძარს და რომ წამოხვალ საცალფეხო ბილიკით, იგრძნობ, თითქოს უდაბნოს ვარსკვლავი – მამა გრიგოლი გაცილებს, გახარებული და ცრემლმდინარე, ისევ თავის სამწყსოზე მზრუნველი მამა. მერე სიზმრებში ნახავ ხშირად ხანძთას, მერე სულ გეძახის და გეძახის... და მარტო ხანძთა?
სდჯსაკდჯფსაფსლა;
შავშეთში, ტბეთის ტაძარი 1961 წელს ააფეთქეს, ძნელი სათქმელია რადიკალებმა თუ განძისმაძიებლებმა. საკმაოდ კარგად შემონახული ტაძრიდან მხოლოდ ერთი კედელიღა დარჩა, მაგრამ გრანდიოზული კედელი, რომელზეც ბაგრატიონებს თავისი იდეოლოგია დაუტოვებიათ.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
დოლისყანა დგას, იქ მეჩეთი იყო და ამან გადაარჩინა. ოღონდ ფრესკებიდან მხოლოდ რამდენიმე ხაზს, რამდენიმე მონასმევს ფუნჯისას თუღა შეამჩნევ. ამ ორიოდე წლის წინ დოლისყანაზე კედლის საათი გაქრა...
იშხნის გუმბათის მოხატულობა უნიკალურია – ჯვრის დიდება. თუ არ მივხედეთ, შეიძლება დავკარგოთ.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
ხახულში მეჩეთია, გარედან კედლებზე სანთლების ნაღვენთებია ქართველი მომლოცველების დატოვებული, შიგნით კი ყურანს ასწავლიან. თუმცა, თუ სთხოვ, მოლა გათხოვებს გასაღებს და შეგიშვებენ.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
ოშკის გრანდიოზულზე გრანდიოზულ ტაძართან არსებულ საინფორმაციო ბანერებზე "სომხური" გაყალბების შესახებ "დრონი.ჯი"-ს მკითხველს უკვე ვაცნობეთ ორიოდე კვირის წინ.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
ტაძრის სამხრეთ კედელზე უძვირფასესი ბარელიეფები იყო: მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის და ქტიტორების, ადარნასე კურაპალატის შვილების, ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის და დავით მაგისტროსის (შემდეგში კურაპალატი, საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთი მოთავე).
სდჯსაკდჯფსაფსლა;
მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რელიეფური გამოსახულებები ორიოდე წლის წინ ჩამოვარდა. ორი წელი არავინ მიეშველა ტაძარს და ახლა ბარელიეფები გამქრალია. სად წაიღეს, არავინ იცის. შეიძლება ვინმე კოლექციონერმა ჩუმად იყიდა და გაიტანა ქვეყნიდან. შესაძლოა, სამუდამოდ დაგვეკარგა ეს სიმდიდრე. დავით და ბაგრატ ბაგრატიონების ბარელიეფებს სახეები დაზიანებული აქვთ... წელს გუმბათს ერთი პატარა ნახვრეტი გაუჩნდა... ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, ხანძთის გუმბათის ბედი გაიზიაროს.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
რამდენიმე წლის წინ მოლაპარაკება მიმდინარეობდა თურქულ და ქართულ მხარეებს შორის ოშკის ტაძრის აღდგენაზე. ლაპარაკი უნდა გაგრძელებულიყო სხვა ტაძრების შესახებაც. თითქმის დასრულებული იყო მოლაპარაკება, თურქეთის მხარე თანახმა გახლდათ. ბოლოს თურქებმა მოითხოვეს სამი ძველი მეჩეთის აღდგენა (თუ არ ვცდები, ერთი ბათუმში). ჩვენი ეკლესია წინააღმდეგი წავიდა. მოლაპარაკება ჩაიშალა.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
...ათეულობით მეჩეთი აშენდა ბოლო ხანებში ქვემო ქართლში, ათეულობით. ყველა სოფელში, სადაც კომპაქტურად მუსულმანები ცხოვრობენ. ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტაძრები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ისტორიისა და კულტურისათვის, როგორც მარიკა ლორთქიფანიძემ ერთხელ თქვა, ჩვენ სახელმწიფოებრივად დავკარგეთ ეს ტერიტორიები, მაგრამ კულტურულად არ უნდა დავკარგოთო. გინდა თუ არ გინდა, მაინც შენდება საქართველოში მეჩეთები. რელიგიური შემწყნარებლობა ქართულ ხასიათში დევს, ამას სახელმწიფოც აღიარებს. სიჯიუტის გამო კი ყოველდღე იკარგება თითო ქვა, თითო ლოდი, თითო ბარელიეფი ტაო-კლარჯეთის საგანძურიდან.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
არავინ თქვას, რომც მოხერხდეს თურქულ მხარესთან მოლაპარაკება, ამდენი ფული სად გვაქვს, ტაოს ტაძრები აღვადგინოთო?!
სდჯსაკდჯფსაფსლა;
გვაქვს და მოიძებნება კიდეც. საქართველოში ახალი ტაძრების მშენებლობა კარგია, მაგრამ ძველის შენარჩუნება იქნებ უფრო მნიშვნელოვანიც იყოს.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
...ახალი მშენებლობა კარგია, მაგრამ ოშკი ნაკლები არ არის თავისი ისტორიული, არქიტექტურული, კულტურული თუ იდეოლოგიური მნიშვნელობით. შეიძლება ბევრი ძვირადღირებული ჯიპიც გაიყიდოს და უნდა აღდგეს ოშკი, ხანძთა, ოთხთა, პარხალი, იშხანი...
სდჯსაკდჯფსაფსლა;
სხვათა შორის, არის წარმოდგენა (თუმცა ეს სხვა თემაა), რომ როცა აღდგება ბაგრატის ტაძარი, გაერთიანდება საქართველოც.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
ვეთანხმებით და უნდა დავამატოთ, რომ საქართველოს ბედნიერებისათვის და თუნდაც კულტურული გაერთიანებისათვის აუცილებელია ოშკის აღდგენა. ოშკი არის ერთ-ერთი ოთხ უდიდეს ტაძართაგან საქართველოში, რომელსაც ახლა მეხუთეც დაემატა. ის ოთხი დიდი ტაძარი დიდ იდეოლოგიას ქმნიდა (სხვა გრანდიოზულ ტაძრებთან ერთად).
სდჯსაკდჯფსაფსლა;
საქართველოს გაერთიანების გარიჟრაჟზე, X საუკუნის ბოლოს, საქართველოს სამხრეთის პროვინცია ტაო-კლარჯეთში აშენდა ოშკი (ასევე გრანდიოზული ბაზილიკები ოთხთა, პარხალი). მალე, რამდენიმე ათეული წლის მერე – ბაგრატის ტაძარი აფხაზეთში (ასევე ბედია), მერე სვეტიცხოველი – ქართლში და ალავერდი – კახეთში.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველები ხვდებოდნენ, რომ დიდი სახელმწიფო შენდებაო.
ახლაც ასეა, ამ ოთხ გრანდიოზულ ტაძარს, მეხუთე დაემატა – ყოვლადწმინდა სამების გრანდიოზული საკათედრო ტაძარი თბილისში. მისი აღშენება დიდი აღმავლობის დასაწყისი გახდება. გამართლებულია დიდი სამების ტაძრის აშენება, მაგრამ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსულსაც უნდა პატივისცემა, რომ წარსულ დიდებაში ნაკლები არ არის ქართული იდეოლოგია. ჩვენს წინაპრებს ოშკი რომ არ აეშენებინათ, ჩვენ სამებას ვერ ავაშენებდით. სამების აშენებას ოშკის, ბაგრატის, იშხნის, ხანძთის, პარხლის, ოთხთას, დოლისყანის აღდგენა უნდა მოჰყვეს. ამ ტაძრების აღდგენას მხოლოდ ქართული და თურქული სახელმწიფოების კეთილი ნება სჭირდება და ჩვენი ეკლესიის მოთავეობა.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
სხვა ტაძრები, რომელთა აღდგენა შეუძლებელია, უნდა დაკონსერვდეს. გარდა ამისა, ხახულში გამართულია მეჩეთი. ჩვენ რომ ავუშენოთ იქვე მეჩეთი ჩვენს მეგობრებს, დარწმუნებული ვართ, გადმოგვცემენ ხახულს, სადაც უნდა დაბრძანდეს ხახულის ხატის ასლი.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს მეტი პროფესიონალიზმი მართებს. როცა საინფორმაციო ბანერზე წასაწერ ტექსტს მხოლოდ ქართულად უგზავნის თურქულ მხარეს, ეს ნამდვილად არაპროფესიონალიზმია. ამის გამო, ქართველი ქტიტორების ნაცვლად, წარწერაში არარსებული სომხები გამოჩნდებიან, ჩვენდა გულის სატკენად და სხვათა ამორალურად გასახარად.
სდჯსაკდჯფსაფსლა;
წარმოგიდგენიათ, ბანას, ოთხთას, ხანძთას და სხვა ტაძრებს არა აქვთ ტურისტებისთვის ბანერები, რომლებზეც აღნიშნული იქნება მათი ვინაობა?!
როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!
სდსდსდსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100